პირველი მატჩი და პირველი აღიარება - "კვარა" ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
პსჟ-ის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონატზე ჩატარებულ პირველივე მატჩში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მე-19 ტურში "რეიმსთან" სახლში ფრედ (1:1) დასრულებულ დაპირისპირებაში კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა და 83-ე წუთზე შეცვალეს. ლიგა 1-ის საიტმა ქართველი ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.

ხვალ ხვიჩა პსჟ-ს სტუმრად "შტუტგარტთან" ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და 1-ელ თებერვალს, გასვლაზე "ბრესტთან" ითამაშებს.

ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლური ნაკრები

ანტონი ლოპეში (ნანტი), პრშემისლავ ფრანკოვსკი (ლანსი), დანტე (ნიცა), ფაკუნდო მედინა (ლანსი), ნუნუ მენდეში (პსჟ), დეზირე დუე (პსჟ), ანდრეი სანტოსი (სტრასბურგი),
მაგნეს აკლიუში (მონაკო), უსმან დემბელე (პსჟ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ევან გესანი (ნიცა).

მკითხველის კომენტარები / 9 /
სულ რომ დაუმსახურებელი იყოს სიმბოლურში მოხვედრა არადა სრულიად დამსახურებულია!! შენი ქვეყნის წარმომადგენელი მოხვდა საფრანგეთის სიმბოკურ ნაკრებში და ამის შესახებ სტატიას აფასებ უარყოფითი კომენტარით/შეფასებით?!! რა უნდა გედოს თავში ან გულში რომ ეგ გააკეთო?!!! ამდენი რეგვენი რატომ არის ჩვენს ქვეყანაში?!!!!!!!!!!!
Pepelu
16:08 29-01-2025
4
ჩემპიონატის ულაპარაკო ფავორიტმა საკუთარ მოედანზე საშუალო რეიმსი ვერ დაამარცხა და მისი ოთხი მოთამაშე სიმბოლურში ხვდება ?
არ ვეთანხმები ქვემო კომენტარს. ჯუღელმა სულ ცოტათი მაინც იცის ფეხბურთი. ეს სიმბოლური ალბათ ნინო ნადირაძემ შეადგინა, კუზანოვის ცოლმა )))
კიკაჩო
14:07 29-01-2025
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული