პირველი მატჩი და პირველი აღიარება - "კვარა" ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
პსჟ-ის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონატზე ჩატარებულ პირველივე მატჩში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მე-19 ტურში "რეიმსთან" სახლში ფრედ (1:1) დასრულებულ დაპირისპირებაში კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა და 83-ე წუთზე შეცვალეს. ლიგა 1-ის საიტმა ქართველი ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.

ხვალ ხვიჩა პსჟ-ს სტუმრად "შტუტგარტთან" ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და 1-ელ თებერვალს, გასვლაზე "ბრესტთან" ითამაშებს.

ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლური ნაკრები

ანტონი ლოპეში (ნანტი), პრშემისლავ ფრანკოვსკი (ლანსი), დანტე (ნიცა), ფაკუნდო მედინა (ლანსი), ნუნუ მენდეში (პსჟ), დეზირე დუე (პსჟ), ანდრეი სანტოსი (სტრასბურგი),
მაგნეს აკლიუში (მონაკო), უსმან დემბელე (პსჟ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ევან გესანი (ნიცა).

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეგობრებო ამაყი ვართ აფრიალდა ლამაზი ხუთ ჯვრიანი საქართველოს დროშა სტად დე ფრანსზე, გაუმარჯოს ჩვენს ხვიჩა კვარაცხელიას, საქართველოს საამაყო შვილს, გაუმარჯოს ყველა ქართველ სპორტსმენებს, წინ გამარჯვებისკენ ჩვენი საყვარელი საქართველო,
იბერიელი
21:23 28-01-2025
2
დაიწყო, დაიწყოოო. მიდის სანახავად, მიდიან მიდიან სანახავაად!
ეს იქიდან, ჩვენ რო ვიცით.
მალხაზ ჯობავა
20:38 28-01-2025
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული