კალანდაძე კარიერას უნგრულ "ფეჰერვარში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"ფეჰერვარმა" თბილისის "დინამოს" 23 წლის მცველი ალექსანდრე კალანდაძე იჯარით, გამოსყიდვის უფლებით აიყვანა.

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ კალანდაძეს (სიმაღლე 188 სმ) დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და მარცხენა ფლანგზეც. ის ახალ გუნდში 5-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

კალანდაძე ადრე უნგრულ "დიოშდიერში" იმყოფებოდა, მაგრამ პირველ გუნდში მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ღირებულება 400 ათასი ევროა.

"ფეჰერვარი" 17 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 21 ქულით მე-7 ადგილზეა. ამ გუნდის ღირსებას 2020-2023 წლებში ბუდუ ზივზივაძე იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მოკლედ, არ ვეშვებით ამ ფეჰერვარს. თუ ფეჰერვარი არ გვეშვება?
კევინი
00:06 29-01-2025
6
ბუდუს შემოევლოს ჩემი თავი კაი ბიჭია მაგრამ მაქ შეეშალა არასწორად მოიქცა და როცა არიცი ნუ ბოდავ რაღაცეებს გაარკვიე ჯერ რა მოხდა და მერე ჯხაპნე აქ შურიანები რო ხართ იმის მაგივრად რო წარმატება უსურვოთ ახალგაზრდა ბიჭს წერთ აქ რაღაც შტერობებს ჯერ ისწავლეთ ფეხბურთი და მერე წერეთ რამდენი შრომააქვთ ჩადებული ბიჭებს და აქ წერა ადვილია ვის არუნდა რო გადავიდეს რეალში ან ბარსაში მაგრა მოცემულობა ეგეთია და ვინც დააფასებს ამ შრომას იქ წავა ისა თუ ეს ფეხბურთელი ამ ბიჭმა რუსეთზე თვქ ვარი და ძალიან დიდი ფულს სთავაზობდნენ და წაციდა კაპიკებზე იმიტომ რომ განვითარდეს და თქვენზე მეტი ვიცი როგორი განვითარებულია ფეხბურთი უნგრეთში ასე რომ წარმატებები ყველა ქართველ ფეხბურთელს
ბუდუ
12:56 29-01-2025
1

სიახლეები პოპულარული