მიქაუტაძე: ევროპა ლიგაზე გზა ბოლომდე უნდა გავიაროთ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი ეტაპის, დასკვნით მერვე ტურში „ლიონი“ „ლუდოგორეცს“ უმასპინძლებს. ვიდრე გადაყენებული მწვრთნელის პიერ საჟის ნაცვლად პაულო ფონსეკას დანიშნავენ, გუნდს პორტუგალიელი ხორხე მასიელი უხელმძღვანელებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მასიელთან ერთად გიორგი მიქაუტაძე წარსდგა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

„რა თქმა უნდა, საჟის წასვლამ ჩვენზე იმოქმედა. გასულ სეზონში მან შესანიშნავი სამუშაო გასწია და გუნდი ევროპა ლიგაზე გაიყვანა. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ ისევე მოვემზადოთ, როგორც სხვა შეხვედრებისთვის. პროფესიონალები ვართ, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და წინ ვიაროთ. მერვედფინალში გასასვლელად ხვალ უნდა გავიმარჯვოთ. ეს ევროტურნირია, კონკურენტუნარიანი გუნდი
გვყავს და ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ეს გზა ბოლომდე გავიაროთ.

ვიცით, ჩვენი უკანასკნელი შედეგები კარგი არ იყო, თუმცა ბოლო სამ დაპირისპირებაში მარცხი არ განგვიცდია. ხვალ მოგებას შევეცდებით, რის შემდეგაც კვირის მატჩზე მოვახდენთ კონცენტრაციას.

კლუბის მფლობელი ჯონ ტექსტორი გვესაუბრა და აგვიხსნა, რატომ მიიღო საჟის გადაყენების გადაწყვეტილება. პიერი გასულ წელს გავიცანი, ის ისეთი ადამიანია, რომელიც მუდამ ღიაა დისკუსიისთვის და რომელსაც მთელი გუნდი აფასებს. მას მხოლოდ მადლობა შეგვიძლია გადავუხადოთ.

ბულგარულ ფეხბურთზე ბევრი არაფერი ვიცი. ჩემთვის მნიშვნელოვანი ჩვენი კლუბი და გუნდია. უბრალოდ გვსურს მოვიგოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

არ ვიცი, პაულო ფონსეკა როგორი ტაქტიკით ათამაშებდა თავის გუნდებს. მოცემულ მომენტში მხოლოდ ხვალინდელ დაპირისპირებაზე და სამი ქულის მოპოვებაზე ვფიქრობ. ვნახოთ, როდის ჩამოვა პაულო ფონსეკა და როგორ გვათამაშებს.

ხორხე მასიელი ჭკვიანი მწვრთნელია,ფეხბურთელებთან ახლოსაა, ბევრს გვესაუბრება და გვამხნევებს. მე და ლაკაზეტს შეგვიძლია მოედანზე პარტნიორები ვიყოთ. მოვა ახალი მწვრთნელი და ვნახავთ, რას და როგორ გადაწყვეტს“.

altმიქაუტაძემ "რომაში" გადასვლა არ ისურვა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული