ხვიჩა კვარაცხელია: ჩვენ პსჟ ვართ - რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option
"ბრესტთან" მოგებული მატჩის (7:0) შემდეგ, "პარიზიენმა" პსჟ-ის გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა და აღნიშნა, რომ ქართველმა თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა, გუნდთან ერთად უფრო და უფრო უკეთესად თამაშობს და ტურნირზე საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.

- თქვენს კარიერაში როდესმე 7:0 მოგიგიათ?
- ყველა მატჩი არ მახსოვს, მაგრამ მგონია, ეს პირველი შემთხვევაა.

- თითქოს პსჟ-მ ადვილად გაიმარჯვა...
- ვფიქრობ, მარტივი მოგება არ არსებობს. ვცდილობთ ამას ვარჯიშებზე მძიმე შრომით მივაღწიოთ. მოედანზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯებით.

- ახალ ქვეყანაში ჩასვლა ადვილი არასოდეს არ არის. პარიზში თავს როგორ გრძნობთ?
- ყველაფერი კარგად მიდის. ახალ ქვეყანაში, ახალ ჩემპიონატში მისვლა ადვილი არასოდეს არაა. აქ გარკვეულწილად ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ ბევრს ვშრომობ, ეს ჩემი სამუშაოა.

- 1/8-ფინალში "ლივერპულთან" გირჩევნიათ შეხვედრა თუ "ბარსელონასთან"?
- სულერთია. უბრალოდ ერთ-ერთ მათგანთან დაპირისპირებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ პსჟ ვართ. არც ჩვენთვის და არც მოწინააღმდეგისთვის ეს ადვილი თამაშები არ იქნება. ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს.

- შეძლებს ეს პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებას?
- დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ამისათვის მუშაობა გვჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
სულ შრომაზე ლაპარაკობ ეს უნიჭიერესი კაცი და სწორაფაც.გუშინ რაც შენ იშრომე,ირბინე,11 კილომეტრზე მეტი?! ყოჩაღ,ძმაო,ყოჩაღ,თან რა ლამაზად და შედეგიანად?!
გაიხარე,გაიხარე,სულ წინ და წინ!!!
ბრაზი
08:38 20-02-2025
0
კვარა. ❤️
ლიგის მოგებას გისურვებ. შენც და ჩვენც ერთად გავიხარებთ.
G.LA
06:18 20-02-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული