კონფერენს ლიგა. პლეი-ოფი: გოჩოლეიშვილის მოპოვებული პენალტი - "კოპენჰაგენმა" "ჰაიდენჰაიმს" დამატებით დროში სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩები ჩატარდა. „კოპენჰაგენმა“ გასვლაზე „ჰაიდენჰაიმი“ 3:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა „ჰაიდენჰაიმმა“ 1:0 მოიგო. დღეს, სტუმრად „კოპენჰაგენი“ ამინ შიახამ დააწინაურა. შესვენების შემდეგ დანიელთა ქართველი ლეგიონერი გიორგი გოჩოლეიშვილი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც იონას ფიორენბახმა წააქცია, პენალტი კი კევინ დიკსმა გამოიყენა. მერე ლეო შენცამ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა, ორი დაპირისპირების ჯამში 3:3 დაფიქსირდა და ექტრა ტაიმები დაინიშნა. 113-ე წუთზე როდრიგო უესკასმა დალაშქრა მეტოქის კარი და „კოპენჰაგენს“ გამარჯვება მოუპოვა.

გოჩოლეიშვილი 105-ე წუთზე შეცვალეს,
მასპინძელთა რიგებში კი ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი - კოპენჰაგენი 1:3 (ძირ. დრო 1:2)
გოლები: 0:1 შიახა (37), 0:2 დიკსი (53, პენ), 1:2 შენცა (73), 1:3 უესკასი (113)

სხვა მატჩების შედეგები

ბეტისი - გენტი 0:1 (პირველი მატჩი 3:0)
პაფოსი - ომონია 2:1 (1:1)
ოლიმპია - ბორაცი 0:0 (0:1)
აპოელი - ცელიე 0:2 (2:2)
იაგელონია - ბაჩკა ტოპოლა 3:1 (3:1)
პანათინაიკოსი - ვიკინგური 2:0 (1:2)
შემროკი - მოლდე 0:1 (პენ 4:5) (1:0)

altკონფერენს ლიგა. პლეი-ოფი: დვალი გააძევეს, გოჩოლეიშვილი და ზივზივაძე შეცვლაზე შევიდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჰეიდენჰაიმი არაფერი გუნდი ყოფილა,თამაში ვნახე და სუფთა ბანდაა,ჩვენი ზიზუ ვაფშე არ ჩანდა,პირველ ტაიმში ერთი დაარტყა და მორჩა,დაცვა უსაზიზღრესი.ბუნდესლიგაში რა უნდა ამათ?!
ნუგზარი
01:03 21-02-2025
0
Haidenhaimi usustesi gundia,120 wutshi erti realuri momenti ver sheuqmnes budus,gocholeishvilma kargad itamasha !!!!
L.J .
00:35 21-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული