"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე სეზონის ბოლომდე მოსკოვის "დინამოდან" იჯარით სამარის "კრილია სოვეტოვში" გადაბარგდა. ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ახალგაზრდა ნახევარმცველი კლუბის ოფიციალურ საიტს ესაუბრა.

"ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. "კრილია სოვეტოვი" არის გუნდი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს.

ეს ჩემთვის გარდამავალი, მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაბიჯია. აქ ვარ იმისთვის, რომ კლუბს სარგებელი მოვუტანო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე. ყველამ აღნიშნა, რომ ეს არის შესანიშნავი გუნდი, შესანიშნავი შემადგენლობით და სამწვრთნელო შტაბით. ცალ-ცალკე ყველამ აღნიშნა, რომ სამარა
საფეხბურთო ქალაქია და გულშემატკივრებს თავიანთი კლუბი უყვართ", - თქვა გაგნიძემ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯერ ფიფია რისი ღირსია შენ რომ მოსკოვის დინამოში გაგიშვა? მერე შენ რისი ღირსი ხარ? მითუმეტეს შეგეძლო და შეგიძლია ნებისმიერ დროს წამოხვიდე, შენ კი მაინც კრილია სოვეტოვის ისტორიაზე ლაპარაკობ. ძაან გგულშემატკივრობდი, არც იმის მომხრე ვიყავი რომ არ გამოეძახებიე ნაკრებში, მაგრამ ახლა მივემხრობი მაგ იდეას, არ გქონია შვილო შენ არც საკუთარი თავის იმედი და რწმენა, თორე წამოხვიდოდი სარუბლეთიდან და თუნდაც საქართველოში გააგორებდი ცოტახანს. რით ხარ ან ხვიჩაზე ან ზურიკოზე მეტი? ისინი თუ დაბრუნდნენ ბათუმში შენ რატომ არ შეგიძლია? მაგრამ რუბლები გიყვარს, რუბლები და არ ხარ მეტის ღირსი, ნალჩიკის სპარტაკსა და მახაჭყალის ანჟს უნდა ეთამაშო შენ მაქსიმუმ, ნაკრების ფორმა შენზე ზედმეტია. ახალგაზრდა ბიჭი ხარ და არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები, მაინც წარმატებებს გისურვებ და იმედია მალე მოეგები გონს. ფიფიას დავუბრუნდები და მაგის ბრალი თავიდან მოსკოვის დინამოში რომ გაგიშვა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ბიჭი, თუმცა მაგ კაცის ფსიქოპორტრეტი, მაშინაც გასაგები იყო პაიჭაძეზე რომ ამხანაგურებს ატარებდა მოსკოვის დინამოსთან.
მწარე სიმართლე
13:25 22-02-2025
0
ლუკა ყველაზე ნაღდი იყო ამ სეზონში, ქუთაისის ტორპედო, გერმანელი მწვრთნელით, გისურვებთ წარმატებებს,
იბერიელი
12:31 22-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული