ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
MLS-ის პირველ ტურში "ატლანტამ" "მონრეალი" 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში საბა ლობჟანიძემ საგოლე პასი მიითვალა.

საბამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 42-ე წუთზე ქართველის კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი კარში ლატე ლათმა გადაგზავნა და ანგარიში გაიხსნა.

ნათან სალიბამ ანგარიში გაათანაბრა, 63-ე წუთზე კი ლათმა დუბლი შეასრულა. 71-ე წუთზე ოსეი ოვუსუმ გაათანაბრა, 85-ე წუთზე კი ედვინ მოსკერამ გაიტანა და "ატლანტას" მოაგებინა.

შეგახსენებთ, ლობჟანიძემ გასულ სეზონში MLS-ში "ატლანტას" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და თავი 10 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

altუდრამატულეს შეხვედრაში

მესის გუნდი დამარცხებულია - ლობჟანიძეს ლეგენდარულ არგენტინელთა დაპირისპირება უკვე გადამწყვეტ მატჩში მოუწევს [VIDEO]

altლობჟანიძემ მესის გუნდს კვლავ გაუტანა - უხვგოლიანი მატჩი MLS-ში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული