"ახალი მეფე აღმოსავლეთიდან - მადლობა "ნაპოლის" "კვარასთვის" - იტალიური და ფრანგული მედია

AutoSharing Option
იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის გამო, „ნაპოლის“ შეტევითი პოტენციალის მკვეთრად დაქვეითებაზე და პსჟ-ის გულშემატკივრების ქართველის თამაშით აღფრთოვანებაზე წერს.

calcionapoli24 აღნიშნავს, რომ „ნაპოლის“ სახიფათო იერიშების ორგანიზება უჭირს, კარში ხშირად დარტყმას ვეღარ ახერხებს და კვარაცხელიას და მის გარეშე ეს ორი სხვადასხვა გუნდია.

მწერალ მაურიციო დე ჯოვანის აზრით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩას შენარჩუნება ვერ შეძლო, დანაკლისი აუნაზღაურებელია და შედეგებს იმკიან.

შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით „გაძეტა დელო სპორტის“ საფეხბურთო მიმომხილველმა მიმო მალფიტანომ რადიო Marte-ს ეთერში ისაუბრა: „ზაფხულში „კვარას“ შენარჩუნება ადვილი არ იყო. რა აზრი ჰქონდა
მის დატოვებას? შემცვლელი ვერ იპოვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლა ბოლომდე არ უნდა გააგრძელონ. ქართველსაც და ვიქტორ ოსიმენსაც ივნისში წასვლა უნდოდათ, აურელიო დე ლაურენტისი წინააღმდეგი წავიდა, თუმცა ახლა „ნაპოლიში“ არცერთი აღარაა. ამას უნდა შევურიგდეთ, მათი ტრანსფერების თანხით კი ივლისში შემადგენლობის გაძლიერება გახდება შესაძლებელი“.

Il Corriere del Mezzogiorno „ლიონთან“ ქართველის თამაშს ეხმიანება: „რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ, კვარაცხელიამ შოუ დადგა, უმაღლესი კლასის დრიბლინგებით და გუნდის მართვით გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და კარგ ხასიათზე მყოფი „პარი სენ ჟერმენი“ „ლივერპულთან“ შეხვედრებისთვის ემზადება. ქომაგები ახალწვეულს ემადლიერებიან, რომელიც ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი და საუკეთესო იყო. მადლიერები არიან მწვრთნელის ლუის ენრიკესი, რომელსაც ასე უნდოდა მისი დამატება და როგორც ჩანს, შედეგით თავადაც კმაყოფილია, რამეთუ მის ახალ შეგირდს დამანგრეველი პოტენციალი გააჩნია და იმაზე უკეთესიც კი შეუძლია გახდეს, ვიდრე ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიში“ იყო“.

Areanapoli ფრანგულ So Foot-ს ციტირებს: „ახლა ვხვდებით, პსჟ-მა რატომ გადაიხადა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად „კვარაში“ 75 მილიონი ევრო. გასაგებია მის გარეშე რატომ შეექმნა „ნაპოლის“ დიდი სირთულეები. ყველაფერი შესანიშნავადაა, მადლობა „ნაპოლის“, რომ ის მოგვყიდა. მან თავი აგრესიულობით, დაცვის დახმარებით და უნივერსალურობით გამოიჩინა. თავისი ტალანტით შეტევა უფრო კონკურენტუნარიანი გახადა, პირველი ცოტა უფერული ასპარეზობის შემდეგ, თანდათან უმატებს და პარტნიორებთან გაცილებით უკეთ ურთიერთმოქმედებს. ბრედლი ბარკოლა, უსმან დემბელე და კვარაცხელია მოედანზე პოზიციებს იცვლიან და ჩემპიონთა ლიგაზე იგივეს დემონსტრირებას აპირებენ. მატჩის შემდეგ სტადიონის გვირაბში ხვიჩა კარგა ხანი ესაუბრებოდა თანანაკრებელ გიორგი მიქაუტაძეს. სავსებით შესაძლებელია ჩვენს ჩემპიონატში აღმოსავლეთიდან ახალი მეფე გამოჩდეს“.

altკვარაცხელიას ხილვა სულ გვსურს, ლუის ენრიკე მეტს გადაწყვეტს - როცა დასვენება ტონუსიდან გაგდებს...

მკითხველის კომენტარები / 5 /
კონტემაც და ლავრენტიმაც მიიღეს ის, რასაც იმსახურებდნენ. პსჟ-ემ და მისმა ქომაგებმაც მიიღეს რასაც იმსახურებდნენ და შედეგსაც საუკეთესოს მიიღებენ.
ჟორა გაბრიჭიძე
23:03 25-02-2025
0
ნაპოლიმ და კონტემ კვარას გადააბრალეს მისი წასვლა(მერე კონტემ შეარბილა-არასწორედ გამიგესო), რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტიფოზების განწყობაზე. არადა ორივეს(ლავრენტასი და კონტეს) ბრალი იყო მისი წასვლის დაჩქარება. ლავრენტამ, გარდა იმისა, რომ მიზერულ ხელფასზე ამყოფა მთელი 2,5 წელი, შეკვეთილი სტატიებით შავი პიარი აუგორა კვარას ადგილობრივ გამოცემებში, ხოლო კონტე კი უაზროდ ცვლიდა ყოველ თამაშში. ის ფრაზაც ხომ გახსოვთ "შეუცვლელი არავინ არისო". აქაც ნაწილობრივ ლავრენტას ხელი ერია.
ჯონი1
22:12 25-02-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული