
„ისევე როგორც ბერალდოს გასულ წელს, მასაც ვარჯიშებისა და მატჩების რიტმების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია მივაწოდეთ. ამას გაითვალისწინებს. როდესაც ასეთი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელს ვიძენთ, ვიცით როგორი ჭკვიანია და ადვილად შეუძლია სხვადასხვა სათამაშო სქემასთან ადაპტირება. მით უმეტეს, სხვების შეტევასა და დაცვაში თამაშს აკვირდება და ესმის, როგორ შეეწყოს გუნდს. ჩვენ, მწვრთნელები კი, პატივს ვცემთ მის
სათამაშო კლასს, ვცდილობთ, თავისუფლება მივანიჭოთ და უნარების შესაბამისად თავის ინდივიდუალურად წარმოჩენის საშუალებას ვაძლევთ“, - უპასუხა ლუის ენრიკემ.