იქნება თუ არა "კვარა" პსჟ-ის "ლივერპულთან" მატჩისწინა გენერალურ რეპეტიციაში სასტარტოში?

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 24-ე ტურში პსჟ „ლილს“ უმასპინძლებს. ეს მატჩი „ლივერპულთან“ 6 მარტს ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური დაპირისპირებისათვის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება. 27 თებერვალს არნე სლოტის გუნდმა სახლში „ნიუკასლს“ 2:0 მოუგო, პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და პარიზულ გუნდთან შეხვედრამდე დაისვენებს.

„პარიზიენის“ ცნობით, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განკარგულებაში ყველა ფეხბურთელია და „ლილთან“ ოპტიმალურ შემადგენლობას დააყენებს. შეტევაში ეჭვს არ იწვევს უსმან დემბელეს და ბრედლი ბარკოლას თამაში, ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ, ზედიზედ მეხუთეჯერ მოხვდება სასტარტოში, თუ ესპანელმა სპეციალისტმა უპირატესობა გონსალო რამუშს არ მიანიჭა,
რომელმაც თასზე „სტად ბრიოშინთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან პარიზელთა რიგებში პირველად მოახერხა ერთ შეხვედრაში სამი გოლის გატანა.

პსჟ (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): დონარუმა, ნევეში, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, დუე, ლი, კვარაცხელია (ან რამუში), დემბელე, ბარკოლა.

altსამაგალითო საქციელი - ხვიჩა კვარაცხელია გურიაში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული