"ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ..." - მამარდაშვილმა დაშვებული შეცდომის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "ვალიადოლიდს" 2:1 სძლია. სტუმრებმა ერთადერთი გოლი ქართველი მეკარის შეცდომის შედეგად გაიტანეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენებურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საუკეთესო ფორმაში არაა, თუმცა სირთულეები უფრო ძლიერს ხდის.

"ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეები უფრო ძლიერს მხდის. მთელ ჩემს ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - წერს მამარდაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აუცილებლად უნდა დაუბრუნდე ძველ ფორმას და პლუს მაგას, ფეხით თამაშიც უნდა გაუმჯობესო, იმედი გვაქ ყველას, რო ასე იქნება და ლივერპულში ითამაშებ, წარმატებები
გოგა
21:11 10-03-2025
0
აუვარდა თავში ემოციები და ასე შემდეგ როგორც ხდება...ლივერპულში არა გაგიშვებენ სადმე როგოც ოსიმენი მიყრუებულში
გივი
19:38 10-03-2025
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული