22:33 16-03-2025
ზივზივაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ჰაიდენჰაიმმა" როგორც იქნა გაიმარჯვა [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძელები პირველ ტაიმში მარვინ პირინგერმა დააწინაურა, მეორე გოლი კი შესვენების შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. შემდეგ სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს, თუმცა ბოლოს ზივზივაძის პასით სერლორდ კონტემ გაიტანა და „ჰაიდენჰაიმმა“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 9.2, sofascore 9.0, flashscore 8.4.
„ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 29 მარტს „ვოლფსბურგს“ ესტუმრება.
ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი - ჰოლშტაინი 3:1
გოლები: 1:0 პირინგერი (33), 2:0 ზივზივაძე (47), 2:1 ჰარესი (87), 3:1 კონტე (90+3)
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მაგარი ფორმა აკრიფეს ბიჭებმა.ბუდუ,დამატებული დროის ბოლო წუთებზეც კი,მაღალ პრესინგზე დარბოდა.რაკი გატანაც დაიწყო,ახლა მაგას ვეღარ გააჩერებენ და მისი გუნდიც,აუცილებლად დააღწევს თავს,გასავარდნ ზონას.სომხეთთან თამაშზე,სალაპარაკოც არაფერია.მათზე ძლიერები ვართ,კარგ ფორმაში და აუცილებლად უნდა ვაჯობოთ.თუმცა ისინის რომ თავებს გადასდებენ და შემოგვასკდებიან,ესეც ეჭვგარეშეა.ასე რომ ჩვენ ძლიერები ვართ და გადავუვლითო თავშიც კი არავინ არ უნდა გაივლოს.დიდი ბრძოლა დაგვჭირდება და ხასიათის გამოვლენა.
3
0
ბუდუ მაგრად დაიქოქა, აწი შეუჩერებელი იქნება ბუდუ.
3
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


სიახლეები
პოპულარული


