"სპორტინგმა" "ლევანტეს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ შეთავაზება გაუკეთა

AutoSharing Option
"სპორტინგმა" "ლევანტეს" გიორგი ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა A Bola ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერს გადაწყვეტილი აქვს, რომ "ლევანტეს" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი დაიმატოს.

ჯერჯერობით უცნობია, შეელევა თუ არა ამ ფასის სანაცვლოდ "ლევანტე" ქართველ ნახევარმცველს, თუმცა ვალენსიური კლუბის დირექტორმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში ქოჩორაშვილს კლუბი გაასხვისებს.

მიმდინარე სეზონში გიორგიმ "ლევანტეს' მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt

ქოჩორაშვილის სანაცვლოდ შეთავაზება გაუკეთა" style="height: 50px; width: 50px;" />მალე მოლაპარაკებები დაიწყება - თურქული კლუბი ქოჩორაშვილის შეძენას შეეცდება

altქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

altქოჩორაშვილის საგოლე პასი - "ლევანტემ" მოიგო, გალიდერდა და ლა ლიგას უახლოვდება

მკითხველის კომენტარები / 21 /
მგონი, ერთი წრე ლა ლიგა 1 ში, არაა ცუდი, ბევრად ძლიერი გახდებოდა, აი, ბევრად, ერთ 30 პროცენტს კიდევ მოუმატებდა და მერე ფასიც მეტი დაედებოდა. ერთ კაი ტრანსფერს კიდევ მოასწრებს ყველა ვარიანტში. თუმცა სპორტინგსაც არაფერი დაეწუნება, მუდმივად ლიგაზე თამაშობს სამაგიეროდ. საქმე იმაშია, თუ როგორ სეეწყობა გუნდს, გახდება თუ არა გუნდის ძირითადის მოთამაშე. გუნდის გამოცვლას ყოველთვის ახლავს თავისებური პრობლემები., მიქაუტაძის მაგალითიც დასტურია მაგისი. აიაქსიც მაგის ნიმუშია. კაი დაფიქრება სჭირდება. წარმატებები ქოჩორას.
ლევან მაღლაკელიძე
19:15 28-03-2025
0
ლევანტეში დარჩენა და ლა ლიგაში ძირითადში-წრც ეგ არის ცუდი
Levani
11:39 28-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული