მესის ძუნწი სტუმრები: 260-მა სტუმარმა ქველმოქმედებისთვის მხოლოდ 9,5 ათასი ევრო შეაგროვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ, რომელმაც 30 ივნისს ქალაქ როსარიოში იქორწინა ანტონელა როკუცოზე, საქორწინო ცერემონიაზე დაპატიჟებულ სტუმრებს წინასწარ სთხოვა - საჩუქრების ნაცვლად, გარკვეული თანხა გადაერიცხათ ღარიბ ბავშვთა დახმარების ფონდში.

როგორც გაზეთ Marca-ს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, თითქმის 260-მა სტუმარმა, რომელთა შორის იყვნენ ფეხბურთის ვარსკვლავები, ცნობილი ადამიანები და მილიონერები, ჯამში ლიონელ მესის ფონდის ანგარიშზე 9.5 ათასი ევრო გადარიცხა.

"ეს თანხა კიდევ უფრო სასაცილო ჩანს იმის ფონზე, რომ მესის თანაგუნდელმა ხერარდ პიკემ საკუთარი ქორწილის დღეს კაზინოში 11 ათასი ევრო დატოვა", - წერს ესპანური გაზეთი.

იმასაც
იტყობინებიან, რომ მესი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ მისი სტუმრების მიერ შეწირული თანხის ზუსტი ოდენობა გასაჯაროვდა.

"ესენი ნამდვილი მდიდარი ვირთხები არიან. მათ შეეძლოთ გაცილებით მეტი გაეღოთ ღარიბი ბავშვებისთვის", - აღნიშნა ცნობილმა ესპანელმა წამყვანმა ალეხანდრო ფანტინომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეტყობა ლიონელ მესიც არ გამოირჩეოდა სხვის ქორწილებში ბევრი ფულის ჩუქებით..რაც თვითონ დათესა იგივე მოიმკო..რაც შეეხება იმ ჯურნალისტმა რო მდიდარი ვირთხები უწოდა, ამაში არ დავეთანხმები რადგან ეს ვირთხების შეურაცხოფაა...ესეთი სიძუნწე მარტო ადამინებს შუძლიათ ან ადამიანის მაგვარ არსებეს...მე კი ვიტყოდი რო ესენი არსებბი არიან რომლებიც არ ცხოვეებს მიეკუთვნებიან და არც ადამინების რასას... უბრალოდ ფულის ბინძური აყროლებული ტომრები არიან...ასეა ეს.....დათა თუთაშხია.
data tutashxia
16:11 07-08-2017
0
თუ ეს მართალია, ძალიან ამაზრზენია და უფრო მეტად დამაფიქრებელი.
sake
18:08 04-08-2017
2

სიახლეები პოპულარული