ფოტო-NEWS: დიდი სანახაობა "ლეგიას" სტადიონზე

AutoSharing Option
პოლონეთის "ლეგიას" ფანებმა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი ბანერი გამოფინეს.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ ვარშავის "ლეგიას" გულშემატკივრებმა გამოფინეს გიგანტური ბანერი, რომელზეც გამოსახული იყო ნაცისტი, რომელსაც პისტოლეტი აქვს მიბჯენილი ბავშვის თავთან. ქვემოთ არის წარწერა: "ვარშავის აჯანყების დროს გერმანელებმა 160 ათასი ადამიანი დახოცეს, რომელთა შორის ათასობით ბავშვი იყო".

"ლეგიამ" ეს აქცია ვარშავის აჯანყების 73 წლისთავს მიუძღვნა.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ლეგიამ" 1:0 მოუგო ყაზახეთის "ასტანას", მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პლეი-ოფში გასასვლელად, რადგან პირველი შეხვედრა პოლონურ გუნდს 1:3
ჰქონდა წაგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული