რონალდინიოს თამაში უნდა, ვარჯიში - არა

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო მოედანზე დაბრუნებას არ გამორიცხავს.

Independent-ის ჟურნალისტის, ედ მეილონის თქმით, კითხვაზე, საბოლოოდ დაანება თუ არა ფეხბურთს თავი, რონალდინიომ უპასუხა: "თუ არსებობს გუნდი, რომელიც ვარჯიშის ვალდებულების გარეშე ამიყვანს, თამაშს არ გამოვრიცხავ".

რონალდინიო, რომელიც "გრემიოში", "პარი სენ-ჟერმენში", "ბარსელონაში", "მილანში", "ფლამენგოში", "ატლეტიკო მინეიროში", "კერეტაროსა" და "ფლუმინენსეში" თამაშის დროს ამხიარულებდა გულშემატკივრებს, 2015 წლის 26 სექტემბრის შემდეგ უთამაშებელია.

37 წლის ლეგენდას კარიერის განმავლობაში 13 გუნდური და უამრავი ინდივიდუალური ჯილდო, მათ შორის, "ოქროს ბურთი" აქვს მოგებული.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზუსტად ჩვენი ჩემპიონატის გუნდებისთვისაა ზედგამოჭრილი. არ ვარჯიშობენ, უფრო სწორად რომ ვთქვათ ვარჯიშობენ, მაგრამ არასწორად და არასაკმარისად. წარმოიდგინეთ რა მოხდება ჩვენთან იმ გუნდის თამაშებზე რომელშიც რონალდინიო ითამაშებს...
ალექსანდრე
12:43 09-08-2017
1
ჩამოიყვანეთ და ხალხი მოვა სტადიონზე, ოღონდ ეგაა ხელფასს ბევრს მოითხოვს, ზატო ახალგაზრდებს ბევრს ასწავლის. ფიფიას გარდა ამას ვერავინ გააკეთებს.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული