ინციდენტი 6 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოხდა: საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის 70-ე წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა ლიბორ ჰოლიკმა ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა და სიხარული დასავლეთ ტრიბუნასთან, გამაღიზიანებელი ჟესტით აღნიშნა. ეს გოლი იმის მაუწყებელი იყო, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ნახევარფინალში ვეღარ გავიდოდა...
ამით უკმაყოფილო რამდენიმე გულშემატკივარმა კი მოედნის მიმართულებით სხვადასხვა ნივთი ისროლა - ორი მობილური ტელეფონი და პლასტმასის ბოთლი, ერთ-ერთი მობილური ტელეფონი კი არბიტრს,
- სირცხვილი! ფაქტი, რის გამოც საქართველო დიდ შარში გაეხვა [VIDEO]
ნასროლი მობილური ტელეფონი ჩეხების მოთამაშე მიხალ სადილეკმა მატჩის კომისარს მიურბენინა. სხვათა შორის, უცნობი ფაქტია, რომ ამის გამო ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა იან სუხოპარეკმა ფეხბურთელს გასახდელში უსაყვედურა...
საბოლოოდ, მატჩი გაგრძელდა და მშვიდობიანად დასრულდა. მომხდარის გამო იყო მოლოდინი, რომ უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მკაცრად დასჯიდა.
- U19. ჩეხეთი-საქართველო 2:0 - სტანდარტული ტკივილი [VIDEO]
ინციდენტი განიხილეს და, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველო აშკარად დაინდო. ის "ყოჩაღი მსროლელები" კი, ვინც ქვეყანას ასეთი პრობლემები შეუქმნა, იდენტიფიცირებულნი უნდა იყვნენ და სტადიონს საერთოდ არ გააკარონ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"