ზუგდიდში ევროსტანდარტების სტადიონის მშენებლობა სრულდება

AutoSharing Option
ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მალე დასრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამჟამად ტრიბუნების კონსტრუქციები აშენებულია.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სტადიონის შიდა ინტერიერის მოწესრიგება, განათების სისტემის მონტაჟი, საფეხბურთო მოედანზე უკვე გაკეთებულია სადრენაჟე სისტემა, ხოლო საფარის დაგება უახლოეს დღეებში დაიწყება.

პროექტის თანახმად, ცენტრალურ არენასთან ერთად, სათადარიგო სტადიონის მშენებლობაც არის გათვალისწინებული. მთავარი არენის ტრიბუნები 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს, სათადარიგო კი - 1224-ს. პირველ მათგანზე ბუნებრივი საფარი იქნება, ხოლო სათადარიგოზე - ხელოვნური.

სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. პროექტის საერთო
ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. გეგმის მიხედვით, სამუშაოების პირველი ეტაპი ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მხარის გუბერნატორ ლევან შონიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მოკლედ, მალე საქართველოს ევროსტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება, რაც ზუგდიდში საფეხბურთო ცხოვრებას, ალბათ, გამოაცოცხლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მაგარი საქმეა. მალე გახსნილიყოს. ვულოცავ ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს
dave
16:33 15-08-2017
0
vulocav zugdids.eseti proeqtebi 10-wlis ukan rom ganxorcielebuliyo,exle qartuli fexburti bevrad win iqneboda...
romandro
17:32 15-08-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული