UEFA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის გუნდები 12.7 მილიონ ევროს მიიღებენ. მაქსიმალური თანხა კი, რაც შეიძლება კლუბმა გამოიმუშავოს, 57.2 მილიონი ევროა.
ევროპული გრანდები თავიანთ თავს მიხედავენ, ჩვენ კი ჩვენი კლუბები მოვიკითხოთ. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ UEFA-ში შემავალი ქვეყნების ის ჩემპიონები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ, დამატებით 260 ათას ევროს მიიღებენ. ამას ემატება 320 ათასი ევრო,
შეგახსენებთ, რომ "სამტრედია" ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების გათამაშებაში მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო. საქართველოს ჩემპიონმა აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან" ორივე თამაში წააგო - სტუმრად 0:5 და შინ 0:1.