ლევან კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაციაში ხელფასს არ ვიღებ!

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილის თქმით, ფეხბურთის ფედერაციაში ხელფასს აღარ იღებს. სფფ-ის პრეზიდენტმა ეს განმარტება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადების კვალდაკვალ გააკეთა, თითქოსდა, კობიაშვილი მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციიდან, ხელფასის სახით, წელიწადში 120 ათას ლარს იღებს.

"მსურს, გამოვეხმაურო შალვა ნათელაშვილის აბსურდულ განცხადებას და განვუმარტო საზოგადოებას, რომ მას შემდეგ, რაც გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად ამირჩიეს და საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი ვარ, კანონის შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს არ ვიღებ.

შესაბამისად, ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელფასი შეადგენს 0 ლარს.

რაც შეეხება არჩევნებამდე
მიღებულ ხელფასს, მსურს, გითხრათ თქვენ და, ამავდროულად, გული დავწყვიტო ბატონ შალვას, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის ავრცელებს და იყენებს თავისი საარჩევნო მიზნებისთვის, არის აბსოლუტური სიცრუე. თანხა, რომელსაც ის ასახელებს, არის აბსურდული და რადიკალურად განსხვავებული - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოსგან.

მიუხედავად იმისა, რომ ბატონი შალვას რიტორიკა სიახლეს არ წარმოადგენს და მას ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ტყუილებისგან და ამ ტყუილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისგან", - წერია კობიაშვილის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
Ra tvini waiget? Xelpas igebs rato igeb ra gagchircebiao ar aigebs da rato ar igeb eseigi ar gekutvniso... kaci milioneria sheni 2 atasi lari mistvis erti dgis pulia. Kaladzec ar igebs xelpas da ricxavs sadgac miusapar bavshvebtan. Saqme aketon xelpasebi ar chirdebat. Visac xelpasebi chirdeba is tavis jibis amovsebazec piqrobs
Roma
19 სექტემბერი 2017 13:27
0
ქართველ გულშემატკივრებს ეგ ნაკლებად გვაინტერესებს, შენ ის გვითხარი ქართულ ფეხბურთს რითი უშველე და რას უნდა ველოდეთ, რომ დაჭამეთ შენ და არველაძემ ერთმანეთი არჩევნების დროს და ლამის მესამე მსოფლიო ომი გამოაცხადეთ, შენ თვითონ კმაყოფილი ხარ შედეგებით, ამაზე უარეს დღეში ჩვენი ფეხბურთი არ ყოფილა, მე შენ ადგილას პარლამენტშიც არ ავიღებდი ხელფასს, არა მგონია იქ აკეთებდე რამეს ქვეყნისთვის სასიკეთოს, კი იყავი კარგი ფეხბურთელი მაგრამ ბევრი შენზე მაგარი ფეხბურთელი ყოლია საქართველოს და დღეს ისინი არავის არ ახსოვს, შენ და შენნაირებს პატარა წარმატება და ფულის შოვნა ამბიციებში გაგდეთ და გგონიათ რომ ქვეყანა მარტო თქვენია, ყოვლისშემძლეები ხართ და ნებისმიერ თანამდებობაზე იმუშავებთ, პასუხისმგებლობა კი ნოლი. დაგვაწყდა გულშემატკივრებს ნერვები!!!
დავითი
05 სექტემბერი 2017 09:45
1
ხელფასს რატომ არ იღებ, კარგი ტიპი ხარ?! ქართული ფეხბურთის შემხედვარე ნაღდად არა... პარლამენტარობაზეც რომ დებ თავს შე წარაკუა. მართლა, მუჯირი როგორ გყავს, შენი ასისტენტი, ქართუკლი ფეხბურთის სულის ინჟინერო? ფუი...
კიბო-კობის
05 სექტემბერი 2017 09:16
1
და მერე მაგით რა ჩემო ლევან,ძალიან ცუდი თუ არ იღებ.ადამიანი რომელიც სათანადოდ მუშაობს გასამჯელოსაც სათანადოს უნდა ღებულობდეს სხვანაირად არ არსებობს.ე.ი.მაშინ გრძნობ რომ არ გეკუთვნის.მე ორ ადგილას ვმუშაობ და ყოველ კვირას ველოდები სულმოუთქმელად(ყოველ კვირას არის აქ ხელფასი)იმიტომ რომ ვმუშაობ და მეკუთნის.ევროპაში ნაცხოვრები მაინც არ იყო.ფეხბურთელობის დროს ხომ იღებდი ხელფასს.თუ რახან პარლამენტარი გახდი...არ იყო ეგ პარლამენტარობა შენი საქმე,(როგორც ბევრისთვის)ფეხბურთისთვის მიგეხედა და ხელფასიც აგეღო.
კახა ქირია
05 სექტემბერი 2017 06:35
1
და მერე მაგით რა ჩემო ლევან,ძალიან ცუდი თუ არ იღებ.ადამიანი რომელიც სათანადოდ მუშაობს გასამჯელოსაც სათანადოს უნდა ღებულობდეს სხვანაირად არ არსებობს.ე.ი.მაშინ გრძნობ რომ არ გეკუთვნის.მე ორ ადგილას ვმუშაობ და ყოველ კვირას ველოდები სულმოუთქმელად(ყოველ კვირას არის აქ ხელფასი)იმიტომ რომ ვმუშაობ და მეკუთნის.ევროპაში ნაცხოვრები მაინც არ იყო.ფეხბურთელობის დროს ხომ იღებდი ხელფასს.თუ რახან პარლამენტარი გახდი...არ იყო ეგ პარლამენტარობა შენი საქმე,(როგორც ბევრისთვის)ფეხბურთისთვის მიგეხედა და ხელფასიც აგეღო.
კახა ქირია
05 სექტემბერი 2017 06:35
0
მხოლოდ იმას ვცდილობთ ერთმანეთს გული როგორ ვატკინოთ და როგორ შეურაცვყოთ. ასე როგორ შეიძლება მოაღო პირი და რაც მოგადგება წამოროშო? იმიტომ ვითარდებით ყველა სფეროში ასე რომ ვაფასებთ ყველაფერს.
Dragonfly
05 სექტემბერი 2017 02:04
6
ხელფას არ იღებს, მარტო პრემიებს და ატკატებს! ერთი ბიძინა მოვიდა ხალხის ლამაზი თვალებისთვის და მეორე შენ!
შოთა
04 სექტემბერი 2017 22:48
2
ბატონ ლევანს დიდ პატივს ვცემ მაგრა მიყვარდა ფეხბურთელობის დროს, მაგრამ რა მაინტერესებს იცით ერთხელ პარლამენტარების კომენტარი წავიკითხე კანონებზე და რაღაცაებზე ბევრი საქმე გვაქვსო და დრო არა გვრჩება არაფრისო და თქვენ როგორ ასწრებთ პარლამენტარობას და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტათ ყოფნას ერთნაირათ წარმატებულათ აკეთებთ დავიჯერო ან რომელიმეს თუ ვერ აკეთებთ რა გინდათ იქ
გია
04 სექტემბერი 2017 22:22
1
არ ჯობია ვინმე ისეთი მოვიდეს პრეზიდენტად ვინც ხელფასსაც აიღებს და საქმესაც გააკეთებს??? არ გვეშველება არაფერი უნდა შეწყდეს ამ არაფრის მაქნისების დაფინანსება ბიუჯეტიდან ხალხის ფულის ჭამის მეტს არაფერ აკეთებენ ფეხბურთელები.
chaobi
04 სექტემბერი 2017 22:01
2
ეგეთი ზვიად (დომენტი) სიჭინავა იყო, მაგრამ ისეთ დღეში დატოვა ფეხბურთი, რომ დიდი ხანი ვერ ამოვალთ.
haha
05 სექტემბერი 2017 08:39
2
თუ ხელფასს არ ღებულობ ბიძიკო, არც პრეზიდენტი ყოფილხარ, აბა ვინ მართავს ფედერაციას. მიტოა კარგად საქმე. ფედერაციაა ხო ააყვავე და ახლა კანონებია მისაღები. ნიჭიერია ქართველი ერი. მაქედან მაინც მიხედე ამ დაქცეულ საქმეს, სირცხვილია
vaso
04 სექტემბერი 2017 17:46
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული