ჩვენი ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა. ევროფორუმზე მოსახვედრად, ჩვენმა ნაკრებმა ორმატჩიან დაპირისპირებაში რუმინეთი უნდა დაამარცხოს.
პირველი მატჩი ქალაქ დევაში, 12 სექტემბერს გაიმართება, ხოლო საპასუხო - თბილისში, 26 სექტემბერს.
ფუტსალის ნაკრები პლეი-ოფის პირველი მატჩისთვის აგვისტოდან ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი გაფართოებული შემადგენლობით 9 სექტემბრამდე ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშებს.
ამ დროისთვის ნაკრები არასრული შემადგენლობითაა. რამდენიმე ლეგიონერი გუნდს
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (მფკ ტატიშვილი, თბილისი), თორნიკე ბუკია (სპარტაკი, მოსკოვი), დავით კეპაშვილი (გერენია, კვიპროსი);
წინა ხაზი: ლევან კობაიძე, დავით ბობოხიძე, მურთაზ კაკაბაძე (ყველა - მფკ ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია, კახა მაისაია, ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე, ირაკლი თოდუა (ორივე - ლიდსელმაში, ბელორუსი), ზურაბ ლუკავა, შოთა ჭანუყვაძე (ორივე - სვეიკი, მალტა), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი),
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"