ზვიად კუპატაძე: 99%-ით, საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან დავეხმარები

AutoSharing Option
2018 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა საქართველის ნაკრებმა რუმინეთთან გასვლაზე 2:2 დაასრულა. განმეორებით შეხვედრას 26 სექტემბერს თბილისი უმასპინძლებს. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც 2018 წელს სლოვენიაში გაიმართება.

- რუმინეთი-საქართველო 2:2 - ახლოს ევროპასთან! [VIDEO]

გუნდი თბილისში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მოთამაშეებმა ორიოდე დღით დასვენებაც მოასწრეს და თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ვარჯიში განაახლეს.

როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გვითხრა, ამ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გიორგი ნიშნიანიძე
დაშავდა, თუმცა ითამაშებენ მეკარე ზვიად კუპატაძე და პირველ მატჩში დისკვალიფიცირებულები - არჩილ სეფისკვერაძე და შოთა ჭანუყვაძე.

"საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. უკვე ინდივიდუალურად დავიწყე ვარჯიში, თავს კარგად ვგრძნობ და 99 პროცენტის სიზუსტით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ნაკრებს საპასუხო შეხვედრაში დავეხმარები", - გვითხრა ზვიად კუპატაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოქრო კაცი ხარ ზვიად! და თანაგუნდელებიც, მწვრთნელებიანად ასევე. გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ, 26 ში თქვენთან ვარ!
ვასილიჩი
13:52 20-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული