როგორ ცდილობდა თაღლითი "დემეს" სახელით შოვკოვსკის მოტყუებას

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ალექსანდრ შოვკოვსკიმ საინტერესო ამბავი გაამხილა.

მისი თქმით, თურმე ვიღაცამ დაურეკა და ქართული აქცენტით უთხრა, შენი ყოფილი თანაგუნდელი ჟორა (გიორგი) დემეტრაძე ვარ, ავტოავარიაში მოვყევი, ნეკნები მაქვს დამტვრეული, ცხვირიდან სისხლი მდის, კახის (კალაძეს) ვერ ვუკავშირდები, სულ საქმეებზე დარბის, სასწრაფოდ გადმომირიცხე საოპერაციოდ 5 000 დოლარი და როგორც კი გამოვეწერები, მაშინვე დაგიბრუნებო.

ალექსანდრე მიმხვდარა, სინამდვილეში რაც ხდებოდა და უთქვამს, ახლავე დავურეკავ დემეტრაძეს, შენ კი ჩემი ნომერი დაივიწყეო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა დემე არეკნებდა უეჩველი:დდდდდდ
nodarichi123
15:36 22-09-2017
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული