U19. ბურსასფორი VS საბურთალო - მეორედ უეფას ახალგაზრდულ ლიგაში

AutoSharing Option
დღეს, 27 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდი უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ჩაებმება.

რევაზ გოცირიძის გუნდი შესარჩევი ციკლის პირველი წრის პირველ შეხვედრას სტუმრად თურქეთის ქალაქ ბურსაში, ადგილობრივ "ბურსასფორთან" გამართავს. მატჩი ცენტრალურ სტადიონზე თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში 18 ოქტომბერს ჩატარდება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი შემდეგ ეტაპზე ითამაშებს.

"საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდი თურქეთში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

თორნიკე მეგრელიშვილი, გოგა ნასყიდაშვილი, ნიკოლოზ მალი, ცოტნე კაპანაძე, თომა ხუბაშვილი, ბექა ბუიღლიშვილი, ანდრია ფურცელაძე, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, ლუკა ლაკვეხელიანი, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი
ივანიაძე, გიორგი კოხრეიძე, ზურაბ მათოზაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ნიკა ტოკლიკიშვილი, ირაკლი ჯავახიშვილი, შოთიკო ნონიკაშვილი, ვახტანგ კოპლატაძე, რევაზ სალუქვაძე, სანდრო ჭანტურიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე ქართული გუნდებიდან პირველად 2015 წელს სწორედ "საბურთალომ" იასპარეზა, მომდევნო წელს - თბილისის "დინამომ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგება ლინკი მოიპოვოთ და დადოთ.
grisha dedakimovi
17:44 27-09-2017
0
აქ გამოჩნდება ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების დონე! შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეთ!
იმედიანი გულშემატკივარი
15:47 27-09-2017
0

სიახლეები პოპულარული