- ლეგენდათა მატჩი, ვარსკვლავური გოლებითა და ისტორიული სანახაობით [VIDEO+PHOTO]
ვარსკვლავების მატჩისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ "ლელოს" ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ელაპარაკა:
"კარგია, რომ ქართველ გულშემატკივარს საშუალება მიეცა, ახლო წარსულის მსოფლიოს ლეგენდები და საყვარელი ფეხბურთელები ეხილა. საბედნიეროდ, მოვახერხეთ ვარსკვლავების შეკრება, რომლებმაც სტადიონზე ხალხი მოიყვანეს. მთავარია, რომ ამ ღონისძიებიდან 400 ათას
ვარსკვლავების მატჩში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ამბავი ფეხბურთის ფედერაციის გუნდში კახა ცხადაძის გამოჩენა იყო. არახალია, რომ ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ყოფილ მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს ურთიერთობა დაეძაბათ.
სფფ-ის გენერალურ მდივანს ამაზეც ვკითხეთ:
"მე ვერ დავარქმევდი კონფლიქტს იმას, რაც მოხდა. ეს იყო სამუშაო პროცესი. საერთოდ, ჩვენ ვცდილობთ, ღონისძიებებზე ის ადამიანები მოვიწვიოთ, რომელთაც ეს ეკუთვნით. სამწუხაროდ, ყველა მათგანი ჩამოსვლას ვერ ახერხებს ან მიზეზთა გამო არ მონაწილეობს ამგვარ აქციებში. ამიტომ, კარგი იყო, კახამ რომ ითამაშა, რადგან ის ერთ-ერთი მათგანია, ვისი მოედანზე ნახვა ქართველ გულშემატკივრებს უხარიათ.
შეხვედრის დროს ნახავდით, რამხელა ემოცია იყო თითოეული ქართველი ფეხბურთელის გამოჩენაზე, რამხელა სითბო და სიყვარული გამოამჟღავნა გულშემატკივარმა მათ მიმართ".
როგორც გახსოვთ, წლის დასაწყისში ფეხბურთის ფედერაციამ ახალ სპორტის სასახლეში ვეტერანების ტურნირი ჩაატარა. მუჯირის თქმით, ასეთი ღონისძიება 2018 წელსაც იგეგმება:
"ეს არ იყო ერთჯერადი აქცია. ტურნირის ჩატარებას 2018 წლის დასაწყისშიც ვაპირებთ და მალე გვეცოდინება, როდის, რა ფორმატით გაიმართება და ვინ ითამაშებს. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ეს ტურნირი ტრადიციული გავხადოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მუჯირი ამბობს, მოისაკლისა,
თუ ფულს არ იღებს მიეცით მეტი,
თორემ ვერ გვტოვებს, გაისაძლისა.
გაისადც გაქვს ბევრი საქმისი,
ერთა ლიგაა ჩვენი მხსნელელი,
და მგონი გუნდში ვოვაც დაიცდის.