ენგურის გაღმაც და გამოღმაც... როგორ აღინიშნება ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილე?

AutoSharing Option
"თბილისის "დინამოს" მანამდეც და მერეც უფრო ლამაზი გოლები გაუტანია, მაგრამ მან ჩვენი კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა", - ასე შეაფასა დავით ყიფიანმა ვიტალი დარასელიას როლი გუნდში, რომელიც დღემდე ლეგენდად რჩება...

პოპულარული ინგლისელი ფეხბურთელები: ბობი მური, ბობი ჩარლტონი, კევინ კიგანი და ტრევორ ბრუკინგი დიუსელდორფის მატჩს ტელესტუდიაში განიხილავდნენ. მატჩის შემდეგ კიგანმა თქვა, მსგავს მნიშვნელოვან მატჩში ასეთი გოლის გატანაზე ნებისმიერი ვარსკვლავი იოცნებებდაო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქართული ფეხბურთის ლეგენდასა და 13 მაისის გმირს 9 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდებოდა...

...პატრიარქმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას "მზიანი ღამე"
უწოდა. შეიძლება ითქვას, "კომუნისტურ ღამეს" მაშინ თბილისის "დინამო" ანათებდა, ჩვენი მამებისა და დედების, ბებიებისა და ბაბუების გულების გამხარებელი. თურმე, "დინამოს" გამარჯვების შემდეგ შრომის ნაყოფიერება იზრდებოდა, იშვიათი წაგებების შემდეგ კი - დანაშაულის რაოდენობა. ეს შეიძლება ლეგენდებია, მაგრამ ასე ამბობდნენ მაშინ...

ახლა კატალონიაში რომ დაიწყო დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის პროცესი, ბევრმა თქვა, რომ ამის წინაპირობა "ბარსელონას" წარმატებები გახდა. ზოგისთვის ეს საკამათო აზრია, მაგრამ ფეხბურთი ხალხში დიდ განცდებს რომ ბადებს, ეს კი ნამდვილად არ უნდა იყოს კამათის თემა. რეალურად, საქართველოს დამოუკიდებლობას ერთ-ერთი მთავარი ბიძგი სწორედ თბილისის "დინამომ" მისცა, რადგან ეს იყო იმის გააზრება, რომ ქართველებს ბევრი შეგვეძლო. აქედან გაიღვიძა თავისუფლების იმედმა. შეიძლება, ვინმესთვის ეს პათეტიკა იყოს, მაგრამ ბევრისთვის - ფაქტია.

ძნელი მისახვედრი არ არის, რას ნიშნავდა დაპყრობილი ქვეყნისთვის იმპერიაში პირველობა რაღაც სფეროში, რამხელა სიხარული ეუფლებოდათ ადამიანებს, როგორი გულისცემა ეწყებოდათ მოსკოვის ცსკა-სთან, "სპარტაკსა" და "დინამოსთან" მოგებაზე. და როცა საერთაშორისო სარბიელზე მათთვის მიუღწეველს ვაღწევდით, ეს მათში ფარულ იმედს აღვიძებდა, რომ, თურმე, არავისზე ნაკლები ერი არ ვიყავით.

ვიტალი დარასელია კი "ოქროს ხანის" "დინამოს" ხერხემალი იყო. მისმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დაასამარა ნოდარ ახალკაცის ოცნება ახალი გუნდის მშენებლობაზე.

1957 წელს ოჩამჩირეში დაიბადა. ტრაგიკულ აღსასრულამდე (1982 წლის 13 დეკემბერი) ბევრი რამ მოასწრო: თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი (1975-82 წლები, 192 მატჩი, 26 გოლი) სსრკ-ის ნაკრების წევრიც იყო (1978-82 წლებში, 22 მატჩი, 3 გოლი), იყო ასევე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი (1976), საბჭოთა კავშირის თასის 2-გზის მფლობელი (1976, 1979), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1980), თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე (1982).

დიდ პიროვნებებს გადამწყვეტი წამი გამოაჩენს ხოლმე. დარასელია მანამდეც საკვანძო ფიგურა იყო გუნდში, მაგრამ 1981 წლის 13 მაისის ღამეს სხვა ბრწყინვალება შეიძინა.

...შორეული 1982 წლის 13 დეკემბერს, რიკოთის უღელტეხილზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 13 დღის შემდეგ, 26 დეკემბერს, მდინარეში იპოვეს მისი ცხედარი. სულ 25 წელი იცხოვრა, მაგრამ იმდენი შეძლო, მთელ ქვეყანას თავი უზომოდ შეაყვარა და ქართული ფეხბურთისა და, საერთოდ, საქართველოს ისტორიაში დაუვიწყარი გამარჯვების ფურცელი ჩაწერა - რაც დღეს ზღაპარი გვგონია.

ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს ოჩამჩირის სტადიონი და თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია. მის ვაჟს, ვიტალი დარასელია-უმცროსს, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებში უთამაშია. ქალიშვილი კი, კრისტინა დარასელია, ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს.

ვიტალი დარასელიას 60 წლის საიუბილეო თარიღი თბილისში უახლოეს მომავალში აღინიშნება. ეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში, სპორტულ თოქ-შოუ "ესტაფეტაში" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ღონისძიების ჩატარების თარიღი ბელგრადიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა დაბრუნების შემდეგ გამოცხადდება.

და კიდევ: ბოლო წლებში, სამწუხაროდ, ჩვენ და აფხაზ ძმებს ბევრი გამაერთიანებელი არ დაგვრჩა. ალბათ, ვიტალი დარასელია ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის დაბადების დღესაც ენგურის გაღმაც და გამოღმაც ერთნაირად აღვნიშნავთ - ტკივილით და სიყვარულით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვიტალი წეშმარიტი მამულიშვილი და ზალიან კარგი ფეხბურთელი გახლდათ,

რაც შეეხება მონობასა და დაპყრობას, ავტორჯან, მერაბჯან შეეშვი ასეთ გამოთქმებს შენ ხომ საბჭოთა კავშირში არ გიცხოვრია და ანიტომაც არ იცი, მაშინ ყველა სფეროში 1000-ჯერ მეტი სიხარული და აზარტი იყო ვიდრე ახლააა. შენ უნდა გესმინა როგოროი აზარტით და აღტაცებით ხვდებოდა ხალხი ჰოკეის მატჩზე (ჩანაწერით მიდიოდა) მოსკოვში ჩვენების მიერ გატანილ თვითოეულ გოლს, ცუდები კი ბევრგან და ყოველთვის არიან. არ დაბლოკოთ ეს სიმართლეა.
კოტე
12:29 11-10-2017
1
ცრემლები მახრჩობს,რანი ვიყავით და რას დავემსგავსეთ
sake
10:35 11-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული