ამ წუთებში „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციასთან პიროტექნიკის გამოყენება დაიწყეს. პოლიციამ მათი დაკავება სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„ქართული მარშის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებიდან უნდა გაუშვას ფეხბურთელი გურამ კაშია, რომელიც, მათი შეფასებით, ლგბტ თემის პროპაგანდას ეწევა.
ამ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.