
წლევანდელი გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, სამ წრედ წარიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2-ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.
პირველი წრე სტარტს 15:00 სთ-ზე აიღებს, მოქმედი ჩემპიონი "სტუ-თელასი" ლიგის დებიუტანტს, "წყალტუბოს" დაუპირისპირდება. 17:00 სთ-ზე დაიწყება "აფხაზური დერბი" - მფკ "აფხაზეთის" მეტოქე კიდევ ერთი დებიუტანტი, ფკ "კოლხი-გულრიფში" იქნება. პირველ ტურში გაარკვევენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება აღნიშნული ჩემპიონატი.
ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი - ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან.
GFF.GE