ბექა ვაჩიბერაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო - ინტერვიუ ახალგაზრდა ფეხბურთელთან

AutoSharing Option
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფიფამ დააკმაყოფილა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ბექა ვაჩიბერაძის თხოვნა, საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლების მიცემის თაობაზე.

1996 წელს, ქუთაისში დაბადებული ფეხბურთელი აქამდე უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა და ამ ქვეყნის გუნდებთან ერთად თამაშობდა ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე. ამას გარდა, ბექა იყო დონეცკის "შახტარის" იმ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი, რომელმაც უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალში ითამაშა...

ვაჩიბერაძე "შახტარიდან" "ბეტისი B"-ში გადავიდა, თუმცა ესპანეთში მისი კარიერა ისე არ აეწყო და ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.

ვაჩიბერაძე თავისი ბოლო გადაწყვეტილების
შესახებ "სპორტ ექსპრესის" უკრაინულ გამოცემას ელაპარაკა.

- საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. სხვა საქმეა, რომ ამის გაკეთება უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შესარჩევი ციკლის მატჩების დასრულების შემდეგ მინდოდა, რათა არ დამეღალატებინა გუნდი და მწვრთნელი.

- ნაწყენი ხართ, რომ ალეკსანდრ გოლოვკომ (რედ. უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი) ინგლისსა და შოტლანდიასთან შეხვედრებისთვის არ გამოგიძახათ?
- ალეკსანდრ გოლოვკოსთან ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და მადლიერი ვარ მისი ჩემდამი ნდობის, გაგებისა და მხარდაჭერისთვის. მან ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ამასთან, მადლობელი ვარ ბიჭების, რომლებთანაც ბედნიერი წლები გავატარე.

დასანანია, რომ ბოლო დროს უკრაინულ ფეხბურთში პოლიტიკამ იმძლავრა, ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა და ეს ვიგრძენი. არ დავიწყებ ტირილს ან თავის მოკატუნებას, თითქოს ვერაფერს ვამჩნევდე. ყველაფერი მივიღე ისე, როგორც არის...

- არ შიშობთ, რომ თქვენს გადაწყვეტილებას ნეგატიურ რეზონანსი მოჰყვება?
- საფეხბურთო მინდორზე თავი არასდროს დამიზოგავს და ჩემთვის უმთავრესი ყოველთვის გუნდის შედეგი იყო. დარწმუნებული ვარ, ადამიანები გამიგებენ.

- საკითხის იურიდიული მხარის მოგვარება რთული იყო?
- არა, ქართველი ვარ და ნატურალიზება არ მჭირდება, როგორც ამას უკრაინაში აკეთებენ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ დონეცკის "შახტარში" დარჩენის შემთხვევაში, თქვენი კარიერა შეიძლებოდა სხვაგვარად წარმართულიყო?
- არაფერს ვნანობ - უდიდესი გამოცდილება მივიღე, შევისწავლე უცნო ენა, გავიცანი ევროპული ფეხბურთი და მისი მოთხოვნები. "შახტარში" კონტრაქტი მთავარ გუნდში არ შემოუთავაზებიათ, იჯარით აქეთ-იქით სიარული კი არ მსურდა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
წარმატებები ამ კაცს!
Georgian
17 ნოემბერი 2017 10:35
0
კარგი ისაა რომ ჯიქიას დონის მიღალატე არაა ის მსოფლიო დონის მოღალატეა კაცმა მსოფლიო ჩემპიონატი არჩია თავის ქვეყანას
ვაჟაა
16 ნოემბერი 2017 22:27
1
ამ ბიჭს თუ მართლა უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში, უნდა გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს გულშემატკივართან და თქვას, რომ შეცდა, როდესაც უკრაინის სახელით გამოდიოდა. ამ შემთხვევაში უძღები შვილის ისტორია როგორც გაგრძელდება, ვიცით.

თუ არა და თუ ის თვლის, რომ მართალი იყო და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე როცა უნდა უკრაინელი იქნება და როდესაც არა - ქართველი, მაშინ საქართველოს ნაკრებს ასეთი კაცი არ უნდა გააკარო. ნაკრები კარიერის გაუმჯობესებისთვის გამოსაყენებელი ადგილი არაა.
კოტე
16 ნოემბერი 2017 13:05
4
საქართველოს სახელით კი არ არამედ ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ არ მიიწვიეს ნაკრებში.
ფილიპე
16 ნოემბერი 2017 13:26
2
ჯიქია მოგალატე კი არა მტერია საქართველოს სახელმწიფოობრივობის,ასე ვთვლი მისი ინტერვიუდან გამომდინარე. აგარ იცის ამ უვიცმა როგორ ასიამოვნოს დიდ რუსეთს.
ბესარიონი
16 ნოემბერი 2017 12:20
0
ჯიქია დაკარგულია და გოგიას დამატება ნამდვილად შესაძლებელია თუ ფედერაცია მოინდომებას. ბექას დამატება სასიამოვნო სიურპრიზია. უმუშავიათ, რაც მახარებს. კიდეა ხალხი მოსაძებნი, მარა ებრალიძე გვენახა რა მოხდა, არაა მაგ ბიჭი დასაკარგი, ნაღდად გააძლიერებს მარჟვენა კრაის კაკაბაძე ებრალიძის დუეტი. გვენახა, გვესწინჟა. ჭანტურივილი და ბერიძე კიდე, ხომ ხედავთ მარეცხენა კრაი პრობლემურია, ბერიძე კიდე მაგისთვისაა. წარმატებები
vaso
16 ნოემბერი 2017 11:25
0
ახალგაზრდულ ასაკში რომ უკრაინული პასპორტით თამაშობდა ეს გასაგებია და ასე რომ არ ყოფილიყო, ვერც ევროპის ჩემპიონატს დააგემოვნებდა და ვერც ჩემპიონთა ლიგის ფინალს. მაინც რჩება კირკიტა ხალხს კითხვა, რომ ჰქონოდა უკრაინის ნაკრებში თამაშის პერსპექტივა ისევე როგორც ჯიქიას როგორ მოიქცეოდაო?.. და სადღაც მეც მაინტერესებს, მაგრა ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა აქვს, ფაქტია პოზიტიური აშკარად და წარმატება მინდა ვუსურვო ბექას!
Irakli Apkhaidze
16 ნოემბერი 2017 10:20
1
პერსპექტიული ფეხბურთელია მადლობა ბექას არჩევანისათვის შენ სწორი გადაწყვეტილება მიიღე,ამით დიდ სამსახურს გაუწევ როგორც ქვეყნის ნაკრებს ისე საკლუბო გუნდს, ეს ყველაფერი კი შენზეა დამოკიდებული აბა შენ იცი.
gela
16 ნოემბერი 2017 10:03
3
უფფ,რა გვიჭირს აწი,გავსულვართ ფინალში.
status quo
16 ნოემბერი 2017 09:42
2
მოღალატე რატომ არის ჯიქია? ის რუსეთის მოქალაქეა,იქ სწავლობდა იქ გაიზარდა,მოღალატეობა უფრო ხვაა(რასაც აქ არ მოვყვები) იმ ადამიანმა თქვა,მე სპარტაკს რუსული პასპორტით ვჭირდებიო.....
ბექას რაც შეეხება ქუთაისში რა დონეზეც დატოვა ბავშვთა ფეხბურთი ისევ ისეთი დონეა და სწორადაც მოიქცა რომ წავიდა........მართალს ამბობს დიდი გამოცდილება მივიღეო.....ეხლა მაგას შეუძლია მინიმუმ სხვას ურჩიოს და ის შეცდომები რაც მაგას მოუვიდა სხვამ არ გააიმეოროს
ნებისმიერს კითხეთ ქუთაისში,თუგინდ თბილისში ფეხბურთელი რომ განვითარდესს ამისათვის აუცილებელია ბავშვობიდან წასვლა..... თუ არადა უნდა დაანებო თავი და სხვა საქმეს უნდა მიხედო.....(რაც რათქმა უნდა გუსატკენია)
wwwwwwwwwww
16 ნოემბერი 2017 09:33
4
ფორმაში რომ არ იყოს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში არც ათამაშებდნენ. რამდენი ბოღმიანი ადამიანია ამ ქვეყანაზე. უნდა გიხაროდეთ, რომ ახალგაზრდა, პესპერქტიული ახალგაზრდები შეემატება საქართველოს ნაკრებს და როგორმე ჭაობიდან ამოვძვრებით.
ბოღმიან ხალხს
16 ნოემბერი 2017 09:21
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული