1996 წელს, ქუთაისში დაბადებული ფეხბურთელი აქამდე უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა და ამ ქვეყნის გუნდებთან ერთად თამაშობდა ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე. ამას გარდა, ბექა იყო დონეცკის "შახტარის" იმ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი, რომელმაც უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალში ითამაშა...
ვაჩიბერაძე "შახტარიდან" "ბეტისი B"-ში გადავიდა, თუმცა ესპანეთში მისი კარიერა ისე არ აეწყო და ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.
ვაჩიბერაძე თავისი ბოლო გადაწყვეტილების
- საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. სხვა საქმეა, რომ ამის გაკეთება უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შესარჩევი ციკლის მატჩების დასრულების შემდეგ მინდოდა, რათა არ დამეღალატებინა გუნდი და მწვრთნელი.
- ნაწყენი ხართ, რომ ალეკსანდრ გოლოვკომ (რედ. უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი) ინგლისსა და შოტლანდიასთან შეხვედრებისთვის არ გამოგიძახათ?
- ალეკსანდრ გოლოვკოსთან ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და მადლიერი ვარ მისი ჩემდამი ნდობის, გაგებისა და მხარდაჭერისთვის. მან ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ამასთან, მადლობელი ვარ ბიჭების, რომლებთანაც ბედნიერი წლები გავატარე.
დასანანია, რომ ბოლო დროს უკრაინულ ფეხბურთში პოლიტიკამ იმძლავრა, ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა და ეს ვიგრძენი. არ დავიწყებ ტირილს ან თავის მოკატუნებას, თითქოს ვერაფერს ვამჩნევდე. ყველაფერი მივიღე ისე, როგორც არის...
- არ შიშობთ, რომ თქვენს გადაწყვეტილებას ნეგატიურ რეზონანსი მოჰყვება?
- საფეხბურთო მინდორზე თავი არასდროს დამიზოგავს და ჩემთვის უმთავრესი ყოველთვის გუნდის შედეგი იყო. დარწმუნებული ვარ, ადამიანები გამიგებენ.
- საკითხის იურიდიული მხარის მოგვარება რთული იყო?
- არა, ქართველი ვარ და ნატურალიზება არ მჭირდება, როგორც ამას უკრაინაში აკეთებენ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ დონეცკის "შახტარში" დარჩენის შემთხვევაში, თქვენი კარიერა შეიძლებოდა სხვაგვარად წარმართულიყო?
- არაფერს ვნანობ - უდიდესი გამოცდილება მივიღე, შევისწავლე უცნო ენა, გავიცანი ევროპული ფეხბურთი და მისი მოთხოვნები. "შახტარში" კონტრაქტი მთავარ გუნდში არ შემოუთავაზებიათ, იჯარით აქეთ-იქით სიარული კი არ მსურდა.
თუ არა და თუ ის თვლის, რომ მართალი იყო და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე როცა უნდა უკრაინელი იქნება და როდესაც არა - ქართველი, მაშინ საქართველოს ნაკრებს ასეთი კაცი არ უნდა გააკარო. ნაკრები კარიერის გაუმჯობესებისთვის გამოსაყენებელი ადგილი არაა.
ბექას რაც შეეხება ქუთაისში რა დონეზეც დატოვა ბავშვთა ფეხბურთი ისევ ისეთი დონეა და სწორადაც მოიქცა რომ წავიდა........მართალს ამბობს დიდი გამოცდილება მივიღეო.....ეხლა მაგას შეუძლია მინიმუმ სხვას ურჩიოს და ის შეცდომები რაც მაგას მოუვიდა სხვამ არ გააიმეოროს
ნებისმიერს კითხეთ ქუთაისში,თუგინდ თბილისში ფეხბურთელი რომ განვითარდესს ამისათვის აუცილებელია ბავშვობიდან წასვლა..... თუ არადა უნდა დაანებო თავი და სხვა საქმეს უნდა მიხედო.....(რაც რათქმა უნდა გუსატკენია)