SBM League 2017/18: 3 დეკემბერს II ტურის შეხვედრები გაიმართება

AutoSharing Option
3 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის მორიგი სათამაშო დღე გაიმართება. II ტურის შეხვედრებს ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის გუნდები გამართავენ.

პირველები პარკეტზე ვერცხლის ლიგის გუნდები გავლენ. 11:00 სთ-ზე ჯეო ჰოლდინგი ელიტა ბურჯს დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრაში, ერთმანეთის პირისპირ ენერგო-პრო და ავერსი წარსდგებიან. 13:00 სთ-ზე დაიწყება "ძალოვანთა" დერბი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ეროვნული თავდაცვის აკადემიას დაუპირისპირდება. 14:00 სთ-ზე აიღებს სტარტს "საბანკო დერბი" ლიბერთი ბანკისა და საქართველოს ბანკის გუნდების მონაწილეობით. ვერცხლის ლიგის II ტურს 19:00 სთ-ზე თბილისის მერიისა და
შემოსავლების სამსახურის დაპირისპირება დაასრულებს.

03.12.2017.ვერცხლის ლიგა. II ტური
11:00 Geo Holding - ელიტა ბურჯი
12:00 ენერგო-პრო - ავერსი
13:00 SSPS - ეთა
14:00 ლიბერთი ბანკი - საქართველოს ბანკი
19:00 თბილისის მერია - შემოსავლების სამსახური

სუპერლიგის II ტური 15:00 სთ-ზე, აჭარის ნაკრებისა და თელავის დაპირისპირებით აიღებს სტარტს. 16:30 სთ-ზე გაიმართება სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა - "სტუდენტური დერბი", რომელშიც ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდები დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დაჯილდოვდებიან სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც ვებ-გვერდ sbm.ge-ს მომხმარებელმა გამოავლინა. სუპერლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი და SNAP-ის ერთ თვიანი ვაუჩერის მფლობელი კსუ-ს მეკარე, დათა ფარაჯანაშვილი გახდა. ხოლო ვერცხლის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო, შემოსავლების სამსახურის ფეხბურთელი იასონ ხუნდაძე გახდა, რომელსაც JOMA-ს სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემა.

ტური 18:00 სთ-ზე სფფ-სა და მაუდის შეხვედრით განახლდება. 20:00 სთ-ზე გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტისა და მფკ ნატახტარის დაპირისპირება, ხოლო სათამაშო დღეს ტვ იმედისა და პსპ-ს შეხვედრა დაასრულებს.

03.12.2017.სუპერლიგა. II ტური
15:00 აჭარა - თელავი
16:30 კსუ/CIU - თსუ-ჰიუნდაი
18:00 სფფ - მაუდი
20:00 FC UG - მფკ ნატახტარი
21:00 ტვ იმედი - FC PSP

***
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "ნაბეღლავი", ენერგეტიკული სასმელი "ბუღა", SNAP Fitness Georgia, იზოტონური სასმელი OSHEE, რადიო ენერჯი 104.7, ტელეკომპანია "იმედი", GT GROUP, იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ბილტმორი"

მედია პარტნიორები: Palitra News, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული