
პირველი ქულები და გამარჯვება მოიპოვა "წყალტუბომ", რომელმაც "აფხაზეთის" დამარცხება შეძლო მინიმალური სხვაობით - 2:1.
უხვგოლიანი გამოდგა "თბილისისა" და ბსუ-ს დაპირისპირება, რომელიც "დედაქალაქელთა" გამარჯვებით, 7:4 დასრულდა.
თავისი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა თბილისელმა გიორგი კვანტალიანმა, რომელმაც თავის აქტივში ოთხი შედეგიანი დარტყმა მიითვალა.
მორიგი საფეხბურთო სანახაობა შესთავაზა გულშემატკივარს "კოლხი-გულრიფშმა", რომელსაც ამჯერად "პარტნიორობა" "აგორამ" გაუწია. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ტურის ცენტრალური დაპირისპირება, მოქმედ ჩემპიონ "სტუ-თელასსა" და ვიცე-ჩემპიონ "ტატიშვილს" შორის. გარდა "ძველი ანგარიშებისა", ამ მატჩს დამატებით ინტრიგას ისიც სძენდა, რომ ორივე გუნდი ამ ტურამდე უდანაკარგოდ ასპარეზობდა.
მატჩის დაწყებამდე adjarasport.com-მა III ტურის საუკეთესო ფეხბურთელი, "ტატიშვილის" შემტევი გიორგი სილაგავა დააჯილდოვა.
შეხვედრა, მოლოდინისამებრ, დაძაბული გამოდგა და მიუხედავად "მედიკოსების" უპირატესობისა, გამარჯვება ჩემპიონს ხვდა წილად - 3:1 და სატურნირო ცხრილშიც ერთპიროვნულად სწორედ ის გალიდერდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო "ენერგეტიკოსების" კიპერი ჯაბა ჯამბურია, რომელმაც თავისი გუნდი ათზე მეტ შემთხვევაში იხსნა გოლისგან.
15.11.2017. ფუტსალის ლიგა. IV ტური
აფხაზეთი - წყალტუბო 1:2 (0:1)
გოლები: 15:34’ ბერეჩიკიძე (0:1), 24:35’ ჯანიკაშვილი (1:1), 28:35’ გოგსაძე (1:2)
გაფრთხილება: 18:48’ თადუმაძე (აფხ), 30:51’ კუხიანიძე (აფხ)
თბილისი - ბსუ (ბთ) 7:4 (4:2)
გოლები: 01:56’ გაბუნია (0:1), 06:33’ კვანტალიანი (1:1), 07:23’ კვანტალიანი (2:1), 11:01’ მამულაძე (2:2), 15:00’ გოგოხია (3:2), 20:00’ კვანტალიანი (4:2)
გაფრთხილება: 16:47’ გ.მახარაძე (ბსუ), 23:22’ გოგოხია (თბ)
გაძევება: 34:00’ ხ.მახარაძე (ბსუ)
კოლხი-გულრიფში - აგორა 4:4 (2:2)
გოლები: 04:20’ დანელია (0:1), 13:12’ ანდღულაძე (1:1), 15:02’ გიორგაია (1:2), 16:00’ ცხომარია (2:2), 33:22’ ნადირაძე (3:2), 35:46’ ალავერიქჰანი (4:2), 37:00’ დანელია (4:3), 39:41’ სიგუნავა (4:4)
გაფრთხილება: 21:16’ დანელია (აგო)
ტატიშვილი - თელასი 1:3 (1:0)
გოლები: 01:42’ ექიზაშვილი (1:0), 23:03’ წვერავა (1:1), 25:14’ გეეგშიძე (1:2), 37:43’ ასათიანი (1:3)
გაფრთხილება: 07:27’ ექიზაშვილი (ტატ), 28:52’ ბუკია (ტატ), 31:28’ სოზაშვილი (თელ), 33:17’ ესებუა (თელ)
* * *
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"
მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური