ტარიელ ხეჩიკაშვილი: გულშემატკივარი მზადაა, რომ პირველივე შედეგზე სტადიონს დაუბრუნდეს

AutoSharing Option
ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა და ბიზნესს უბრუნდება. როგორ აფასებს განვლილ საქმიანობას, რა შეძლო და რა ვერ შეძლო? ამ და სხვა თემებზე ყოფილმა მინისტრმა "ლელოსთან" ინტერვიუში ილაპარაკა...

- ჩვენი ფეხბურთი წლების განმავლობაში ნადგურდებოდა, რის შედეგებსაც ახლა ვიმკით - საერთაშორისო სარბიელზე კლუბების გამოსვლა კრიტიკას ვერ უძლებს, ნაკრები ოფიციალურ მატჩებს ვერ იგებს. ფეხბურთის ფედერაცია დანაღმულ ველზე დადის და არავინ უწყის, როდის და სად აფეთქდება. სანამ ფეხბურთში წარმატებას არ მივაღწევთ, გულშემატკივარს გულში მაინც ხინჯი დარჩება...
- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო
პროგრამის დამტკიცება სწორედ ამით იყო განპირობებული. ამ სფეროს წამოწევას დიდი შრომა და მრავალწლიანი პროგრამის განხორციელება სჭირდება.

ფეხბურთი საქართველოში პირველი სახეობაა და არაერთხელ გამოჩნდა, რომ ხალხს ძალიან უყვარს. პატარა ბიძგიც საკმარისია, ტრიბუნები რომ შეივსოს.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის შეხვედრაზე 25 ათასი მაყურებელი მოვიდა, რამაც უეფას დელეგაცია გააოცა - ასეთი დასწრება ამ ასაკის ჩემპიონატზე არსად დაფიქსირებულა.

გულშემატკივარი მზადაა, რომ პირველივე შედეგზე სტადიონს დაუბრუნდეს. გრძელვადიანი პროექტები სწორედ ამას ემსახურება, რომ ვარდნა შეჩერდეს და ადრე თუ გვიან წინსვლა დავიწყოთ.

- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ დროთა განმავლობაში ხარვეზები გამოაჩინა...
- ეს ბუნებრივია. შეუძლებელია, რომ რაიმე პროგრამა იდეალური იყოს. კონსტიტუციაზე წლები მუშაობენ და ჩასწორება მასაც სჭირდება. ცხადია, იდეალური ვერც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა იქნება, მაგრამ მისი კორექტირება პერიოდულად მოხდება და ამაში სამარცხვინო არაფერია.

- მაგალითად, გამოჩნდა, რომ ბევრი კერძო კლუბი სახელმწიფო სახსრებს იყენებს, საკუთარს კი უფრო ნაკლებად აბანდებს...
- საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ - ამ პროგრამის ამუშავებამდე ფეხბურთი რჩებოდა კერძო კლუბების მეპატრონეთა გარეშე. ბევრნი არც არიან და დიდი ნაწილი ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა.

ნახეთ მაშინდელი განცხადებები - რამე თუ არ შეიცვლება, ფეხბურთში აღარ დავრჩებითო. ამიტომ ეს დროული და საჭირო პროგრამა იყო, რადგან კერძო ინვესტორები უნდა შეგვენარჩუნებინა. მათ გარეშე სპორტს ვერ განვავითარებთ. სხვა საქმეა, რომ პროგრამას დახვეწა სჭირდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს კაცი ფეხბურთის მინისტრია მარტო, თუ რა ხდება სხვა სახეობებზე რატო არაფერს ეკითხებით? ფეხბურთი მე საერთოდ არ მაინტერესებს მაგალითად
0
ფულის საჭმელად არის ეს სახელმწიფო პროგრამა და მეტი არაფერი. ამ მუქთახორა ფეხბურთელებს თავისი ფედერაციის ჩინოვნიკებიანად ხალხის ფულის ჭამის მეტი არაფერი ეხერხებათ, კარგით რა ვის აყრით ნაცარს თვალში?! ამდენ მილიონებს რომ ყრით წყალში იმის შიშით ვითომ ბიზნესმენები ფეხბურთს ტოვებენო კალათბურთში ან რაგბში არიან საერთოდ მსგავსი მუქთახორა ბიზნესმენები??? შედეგი აქვთ ნაკლები თუ მონდომება აკლიათ რამის? ის ,,გამქცევი" ვითომ ბიზნესმენებიც თქვენ ხართ და ხალხის ფულის მიმთვისებლებიც...
Araferchikebi
08:31 23-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული