![](https://sportall.ge/pictures/image5/f33cd8542cb1043ba4870362ebd6b62d.jpg)
ტრადიციად ქცეულ ტურნირზე, რომლის მთავარი მიზანი ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა, დასწრება ნებისმიერ დღეს, ყველა მსურველისათვის უფასო იქნება.
![ზამთრის თასის ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/6a0c8055fe33607c9daf387bef44598a.png)
14 იანვარს გულშემატკივარს ოლიმპიურ სასახლეში საფეხბურთო ვარსკვლავების ხილვა შეეძლებათ. წელს ტურნირს იტალიელი ვეტერანებიც შეუერთდებიან. იტალიის გარდა, "ზამთრის თასზე" შარშანდელი მონაწილეებიც ითამაშებენ: საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებები. ამათ გარდა კი თბილისს, ტრადიციულად, უეფას გუნდიც ესტუმრება, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ვარსკვლავი იქნება: რუმინელი კრისტიან
![ზამთრის თასის ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/9fe0f3692d9ea174e6265b4eaa50778b.png)
დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, 12-13 იანვარს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც 14 იანვარს ჩემპიონის ვინაობას გამოავლენენ.
![ზამთრის თასის ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/0080d068d251170fb5f26eec643ec470.png)
ტურნირის 2018 წლის გათამაშებაში სიახლეა: ამჯერად, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით, ზამთრის თასს 14-წლამდე გუნდები გაითამაშებენ. 14-წლამდელთა გათამაშებაში მონაწილეობას ქვეყნის 12 რეგიონული ნაკრები, თბილისის ელიტ-ლიგის სამი პრიზიორი ("დინამო", "საბურთალო", "ლოკომოტივი") და სფფ-აკადემიის გუნდი მიიღებს.