ზაზა ჯანაშიამ საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" შეიძინა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" მფლობელი ამავე გუნდის დირექტორი ზაზა ჯანაშია გახდა.

მან კლუბის 100%-იანი წილი 61 000 ლარად ელექტრონული აუქციონის საშუალებით შეისყიდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მერ გამოცხადებული აუქციონი 2017 წლის 28 დეკემბერს დაიწყო და 2018 წლის 5 იანვარს დასრულდა.

პირობების მიხედვით, ელექტრონული აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმის საფუძველზე, ხელშეკრულება ზუგდიდის მერიასა და შემძენს შორის 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს.

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" 100%-იანი წილის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულომ 21 დეკემბრის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
და რაში გადაიხადა 61000 ლარი? ქონება ამ კლუბს არ აქვს, სკოლა არ აქვს, მწვრთნელები და ფებურთელები არ ყავს. ადგილი იყიდა მესამე ლიგაში ამ თანხად? მშვენიერი ბიზნეს სვლაა. ისე საღამო სკოლა მაინც დაამთავროს ამ უბედურმა. წერა-კითხვას მაინც ისწავლის
andro
13:51 08-01-2018
6
Kai
grisha
12:17 07-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული