"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"

AutoSharing Option
სატრანსფერო სააგენტო "სმარტბოლის" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიხეილ ხუციშვილს გაზეთი "ლელო" რამდენიმე საინტერესო საკითხზე ელაპარაკა.

გამოცემა დაინტერესდა, რას გეგმავს სააგენტო, მით უმეტეს, რომ ახლა სატრანსფერო პერიოდია. გარდა ამისა, ხუციშვილმა, ვინც "დინამოსა" და "ზესტაფონში" თავის დროზე სპორტული დირექტორი იყო, ეროვნული ჩემპიონატის ავ-კარგზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რას იტყვით ფეხბურთის განვითარების ფონდზე, ზოგადად, ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობაზე?
- ბევრი ამბობს, რომ გვაქვს წინსვლა. რა თქმა უნდა, თუ გაშუქებას და "პიარს" ავიღებთ, მართლაც არის წინსვლა. უბრალოდ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ პრობლემები არის საკლუბო მენეჯმენტში
და ეს ძირითადად, ეხებათ სახელმწიფო კლუბებს.

არაეფექტურად დაიხარჯა ფული ბევრ კლუბში, ეს ფაქტია. შეეძლოთ გაცილებით მეტი და გააკეთეს ნაკლები. ჩემი აზრით, როცა ფონდი ყოფს ფულს, მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად უნდა შეარჩიოს მენეჯერები სახელმწიფო კლუბებისთვის.

მათი ცოდნა და გამოცდილება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ ფული ეფექტურად დაიხარჯება.

როცა ჩვენ ამ პროექტის სათავეებთან ვიდექით, ყველას ძალიან მოგვწონდა, დღეს კი ცოტა სხვანაირი რეალობაა.

მივიღეთ მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, კერძო ინვესტორი ფულს თითქმის აღარ ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. ყველა ჩამოეკიდა ფონდის დაფინანსებას. ეს იწვევს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატში იმაზე დაბალია ხელფასები, ვიდრე იყო ადრე.

უხეშად რომ ვთქვათ, საშუალო ხელფასი არის დოლარებზე 700 დოლარი. ჩვენს სააგენტოს ძალიან ბევრი ფეხბურთელი უკავშირდება თხოვნით, გამოვძებნოთ მათთვის კლუბი უცხოეთში, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ანაზღაურება. ამაზე კარგად უნდა დავფიქრდეთ. ასე ჩვენ წინ ვერ წავალთ.

ევროთასებზეც ისევე გაგვიჭირდება, როგორც ადრე. გავიგე, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გიორგი მჭედლიშვილი კარიერას ხორვატიაში გააგრძელებსო. მე თვითონ ვითამაშე სერბეთში და ხორვატიაც იქვეა.

ორი-სამი კლუბის გარდა, იქ არ არის მაღალი ხელფასები. რა გამოდის? ხორვატიის მეორე ლიგის კლუბი უკეთეს პირობებს სთავაზობს ფეხბურთელს, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატის წამყვანი გუნდები?!.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 3 /
თავიდან რომ ვნახე სურათი პოჩეტინიო მეგონა
remi
10 იანვარი 2018 20:41
0
არამარტო უკეთეს პირობებს სთავაზობს, ხორვატიის მეორე ლიგის გუნდი 16-17 წლის ხორვატი ბიჭებით დაკომპლექტებული გამოვა და ნებისმიერი საქართველოს ჩემპიონატის წამყვან კლუბს რამდენიმე ბურთის სხვაობით დაამარცხებს. ქვეყანაში სადაც უმაღლესი ლიგის წამყვანი კლუბის ანაზღაურება, საშუალოზე დაბალი დონის ჩემპიონატის მეორე მესამე ლიგის 14-15 წლის ბიჭის ანაზღაურების მეათედია, არაფერი არასდროს ეშველება.
dadu
10 იანვარი 2018 13:00
0
ახალგაზრდებში საღაა პატრიოტიზმი, თორემ ამ კლასის ფეხბურთელებისთვის 700--800 დოლარი სავსებით მისაღები ხელფასია საქართველოში დღეის მდგომარეობით, ისე თითოეულ გუნდში 1-2 ფეხბურთელზე მეტი უცხოელი ფეხბურთელი არ უნდა თამაშობდეს. გინდა მეტი დაიხარჯე მეტად აიმაღლე კლასი გუნდთან ერთად.
დათო
10 იანვარი 2018 12:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული