"შევარდენი 1906" დაჭრილ მოსწავლეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "შევარდენი 1906" 31 იანვარს 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრასთან დაკავშირებით "ფეისბუქგვერდზე" განცხადებას ავრცელებს.

ერთ-ერთი დაჭრილი მოსწავლე ნოდარ ცანავა "შევარდენის" 19-წლამდელთა გუნდის წევრია.

"2018 წლის 31 იანვარს ქალაქ თბილისში საშინელი ფაქტი მოხდა. ცივი იარაღით დაჭრეს ჩვენი 19-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელი ნოდარ ცანავა. ახალგაზრდა სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა მოხდა გუშინ საღამოს, მას შემდეგ, რაც ჩვენი ფეხბურთელი კერძო გაკვეთილიდან სახლში ბრუნდებოდა. მასთან ერთად სხეულის დაზიანება მის კიდევ ერთ მეგობარს აღენიშნება.

ს.კ. "შევარდენი-1906"-ის სახელით ვაცხადებთ,
რომ ნოდარ ცანავა არის გამორჩეული და სანიმუშო სპორტსმენი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ის არასდროს გამოირჩეოდა გუნდში კონფლიქტურობით და მკაცრად იცავდა კლუბის შიდა განაწესს.

სასიხარულოა, რომ აღნიშნული ფაქტის შედეგად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი კლუბი ემიჯნება და გმობს ყველანაირ ძალადობას! დიდი იმედი გვაქვს, არსებული საქმე დროულად და ობიექტურად იქნება გამოძიებული და დამნაშავე პირ(ებ)ი დასჯილი იქნებ(ი)ა(ნ) კანონის შესაბამისად. ნოდარ ცანავას გუნდის სახელით მალე გამოჯანმრთელებას და საფეხბურთო მოედანზე დროულად დაბრუნებას ვუსურვებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გუშინ დაჭრეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული