თემურ ქეცბაია: საკუთარ სახლში უკვე 25 წელია არ ვყოფილვარ

AutoSharing Option
2018 წლის 30 იანვარს ფამაგუსტას "ანორთოსისის" დაარსებიდან 107 წელი გავიდა.

კლუბს აღნიშნული ფაქტი საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქცებაიამ მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, "ანორთოსისი" 2008-09 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდა.

"ამ კლუბში ორი განსხვავებული სეზონი გავატარე. ის იყო დიდებული კლუბი, ჩვენ ის უფრო დიდებულად ვაქციეთ და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევს. მსურს, რომ "ანორთოსისს" იუბილეზე სწორედ ბევრი წარმატება ვუსურვო.

ყველა კლუბს აქვს წარმატებული და წარუმატებელი მომენტები, მაგრამ ისტორიის წერა ყოველთვის გრძელდება. ვფიქრობ, რომ ჩემი
მწვრთნელობის პერიოდში ჩვენ დიდებული სამუშაო გავწიეთ, რამაც აღნიშნული წარმატება მოგვიტანა. ეს შედეგი ერთდღიანი მუშაობით არ მოსულა, ამ ყველაფრის მიღწევას კი დიდი მსხვერპლის გაღება უნდა".

ქეცბაიას ქალაქ ფამაგუსტას შესახებაც ჰკითხეს. როგორც იცით, ფამაგუსტა კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქია და ის თურქეთს აქვს ოკუპირებული.

"ჩემი გულიც სწორედ იმავეს განიცდის, რასაც ფამაგუსტას ყველა მცხოვრები და ლტოლვილი. სხვა პლანეტიდან არ ჩამოვფრენილვარ და მეც დევნილი ვარ. ჩემი ოჯახიც ასე ცხოვრობდა და არ შემიძლია, რომ ეს ფაქტი დავივიწყო. ჩემი და ფამაგუსტას ისტორია ერთმანეთს ძალიან ემთხვევა, ეს ფაქტი კი დამატებით მოტივაციას ყოველთვის მძენდა.

ჩემს სახლში უკვე 25 წელია არ ვყოფილვარ", - აღნიშნა ქეცბაიამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რატომ არ უშვებთ ჩემს კომენტარებს, ვისაც ტემურის შურს ლტოლვილი გამხდარიყოს.
ნაგო
02 თებერვალი 2018 12:47
0
რატომ არ უშვებთ ჩემს კომენტარებს, ვისაც ტემურის შურს ლტოლვილი გამხდარიყოს.
ნაგო
02 თებერვალი 2018 12:47
0
თემური სადაც არ უნდა იყოს, უმაგრესი კაცი იყო და იქნება, გენაცვალე თემო, გვიყვარხარ და გვეყვარები მუდამ, დაბრუნდები აფხაზეთში დრო უნდა ყველაფერს.
nago
02 თებერვალი 2018 12:36
0
თემო გულში ხარ ძმაო! გენაცვალე მაგ ცხელ ქართულ გულში
ქართველი
01 თებერვალი 2018 22:09
0
ქეცბა უმაგრესი კაცი, წარმატებები ყველგან!
georgian
01 თებერვალი 2018 19:56
0
იქაც ლტოლვილი ყოფილა. იმედია ორივე სახლში დაბრუნდები, განსაკუთრებით აფხაზეთში და ფამაგუსტას უფრო ავიტან
Aqedanac da Iqidanac
01 თებერვალი 2018 17:20
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული