კლუბს აღნიშნული ფაქტი საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქცებაიამ მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, "ანორთოსისი" 2008-09 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდა.
"ამ კლუბში ორი განსხვავებული სეზონი გავატარე. ის იყო დიდებული კლუბი, ჩვენ ის უფრო დიდებულად ვაქციეთ და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევს. მსურს, რომ "ანორთოსისს" იუბილეზე სწორედ ბევრი წარმატება ვუსურვო.
ყველა კლუბს აქვს წარმატებული და წარუმატებელი მომენტები, მაგრამ ისტორიის წერა ყოველთვის გრძელდება. ვფიქრობ, რომ ჩემი
ქეცბაიას ქალაქ ფამაგუსტას შესახებაც ჰკითხეს. როგორც იცით, ფამაგუსტა კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქია და ის თურქეთს აქვს ოკუპირებული.
"ჩემი გულიც სწორედ იმავეს განიცდის, რასაც ფამაგუსტას ყველა მცხოვრები და ლტოლვილი. სხვა პლანეტიდან არ ჩამოვფრენილვარ და მეც დევნილი ვარ. ჩემი ოჯახიც ასე ცხოვრობდა და არ შემიძლია, რომ ეს ფაქტი დავივიწყო. ჩემი და ფამაგუსტას ისტორია ერთმანეთს ძალიან ემთხვევა, ეს ფაქტი კი დამატებით მოტივაციას ყოველთვის მძენდა.
ჩემს სახლში უკვე 25 წელია არ ვყოფილვარ", - აღნიშნა ქეცბაიამ.