"რუსთავი" უნგრეთის "შიოფოკთან" 0:2 დამარცხდა

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფი "რუსთავი" ამხანაგურ მატჩში უნგრეთის მე-2 ლიგაზე (NB II) მე-16 ადგილზე მყოფ "შიოფოკთან" დამარცხდა 0:2.

ანგარიში მე-16 წუთზე ლორენც მარტინმა გახსნა, ხოლო 86-ე წუთზე გალ მატიას პადილმა მეორე გოლი გაიტანა ქართული გუნდის კარში.

რუსთავი (ძირითადი შემადგენლობა):
რევიშვილი, გეგეჭკორი, ცხოვრებოვი, კვირკველია, ფონიავა, კლიმიაშვილი, პაპავა, სიჭინავა, გორელიშვილი, კვირკვია, ბარაბაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სეფიაშვილი, კირკიტაძე, ბრაჭული, გუჯაბიძე, ციცქიშვილი, სილაგაძე, მარცვალაძე, ჩოგაძე, ზვიადაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული