17:00 24-02-2018
ისტორიაში პირველად! - ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს სუპერთასი მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა. ძირითადად უპირატესობას ტორპედოელები ფლობდნენ, ხოლო "ჩიხურა" კონტრშეტევებზე გადიოდა ფონს. პირველ ნახევარში რეალური საგოლე მომენტები არ შექმნილა.
მეორე ტაიმიც დიდად არ განსხვავდებოდა პირველისგან, თუმცა ორივე გუნდის შეტევები უფრო სახიფათო გახდა, მაგრამ დაგვირგვინების ფაზაში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ყოფნიდათ და ზოგჯერ უბრალოდ შეტევების დასრულებას ვერ ახერხებდნენ.
76-ე წუთზე "ჩიხურას" კონტრშეტევებმა შედეგი გამოიღო. შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა ირაკლი ბუღრიძემ მარცხენა ფლანგიდან რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა და როინ კვასხვაძეს მარჯვენა კუთხეში შესანიშნავი გოლი გაუტანა.
85-ე წუთზე კი საჩხერლების საჯარიმოსთან ახლოს საჯარიმო დარტყა დაინიშნა. ჩაწოდების შემდეგ ჰამზიჩმა ბურთი უხეიროდ მოიგერია, რის შემდეგაც საჯარიმოში არეულობით გიორგი კუხიანიძემ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
91-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ევგენი ბოხაშვილის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ლევან კუტალიამ კარში გაგზავნა და "ტორპედო" დააწინაურა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა 5 წუთის განმავლობაში ორი გოლის გატანა მოახერხეს და მატჩის ბედი შემოატრიალეს.
ამ გამარჯვებით "ტორპედომ" ისტორიაში პირველ მოიგო საქართველოს სუპერთასი. ხოლო ტორპედოელების მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დაბადების დღეზე მშვენიერი საჩუქარი მიიღო.
თბილისი, "დავით პეტრიაშვილი არენა", 15:00
ტორპედო-ჩიხურა 2:1
გოლი: 0:1 ირაკლი ბუღრიძე (76), 1:1 გიორგი კუხიანიძე (76), 2:1 ლევან კუტალია (91)
ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 2. ვაჟა ტაბატაძე, 5. დავით ხურცილავა, 9. თორნიკე კაპანაძე, 10. გიორგი კუხიანიძე, 17. გიორგი გურული, 19. ლევან კუტალია, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე, 77. მერაბ გიგაური, 88. ბექა ტუღუში
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
ჩიხურა: 30. დინო ჰამზიჩი, 3. ბაქარ მირცხულავა, 7. თეიმურაზ მარკოზაშვილი, 8. დავით მაისაშვილი, 9. გიორგი გაბედავა, 10. ირაკლი ლექვთაძე, 21. ლევან კაკუბავა, 22. დავით იონანიძე, 24. ლაშა ჩიკვაიძე, 27. დენის დობროვოლსკი, 37. შოთა კაშია (კ)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ძლივს დადიან