ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ ყოველგვარი მოულოდნელობების გარეშე დასრულდა.
დამაჯერებლად იმარჯვა თელასმა. ავთანდილ ასათიანის შეგირდები ქუთაისის "მართვეს" დაუპირისპირდნენ და 14:5 დაამარცხეს. "ენერგეტიკოსების" რიგებში 3-3 გატანილი გოლით გამოირჩნენ გიორგი სოზაშვილი და კახა მაისაია. მიმდინარე სეზონში თელასის რიგებში პირველი შეხვედრა ჩაატარა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, შოთა ჭანუყვაძემ, რომელიც ფუტსალის ლიგას მალტიდან დაუბრუნდა.
მატჩის შემდგომი კომენტარი:
ავთანდილ ასათიანი, თელასი: "სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველი თამაში იყო და
რთული, მაგრამ საჭირო 3 ქულა მოიპოვა კოლხი-გულრიფშმა, რომელიც "აფხაზურ დერბიში" აფხაზეთს დაუპირისპირდა და 6:3 სძლია. კოლხის მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ქონდა ირანელ სპეციალისტს ჰასან ჰაბირს, რომელმაც ამ პოსტზე მისივე თანამემამულე ბაჰრამ ნოვინი შეცვალა. საქართველოში ჩამოსვლამდე, ჰაბირის ბოლო სამუშაო ადგილი ირანის უმაღლესი ლიგის კლუბი "სარშრა მაშჰადი" იყო.
მატჩის შემდგომი კომენტარი:
ამირან ცხომარია, კოლხი-გულრიფში: "დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი რომ მწვრთნელთა შტაბის ცვლილება ჩვენს გუნდზე დადებითად აისახა. საკმაოდ მძიმე თამაში იყო ჩვენი გუნდისთვის, გვიან დავიწყეთ ვარჯიში და ფაქტი სახეზეა, ბევრი ხარვეზი გვქონდა, ახალი მწვრთნელის ხედვებზე გადაწყობა ძალიან გაგვიჭირდა, დიდი იმედი მაქვს რომ საბოლოოდ გამოვასწორებთ თამაშის ხარისხს. ვემზადებით პლეი-ოფებისთვის პროფესიონალი მწვრთნელი გვყავს და ვეცდებით გავამართლოთ მისი იმედები და გავითვალისწინოთ დარიგებები. რაც შეეხება ტრანსფერებს, მწვრთნელის გარდა შემოგვიერთდება კიდევ ერთი მოთამაშე რომელიც ისეთივე გამოცდილია როგორც გუნდის მთავარი დამრიგებელი. რაც შეეხება ბაჰრამ ნოვინს ის იყო ძალიან კარგი ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელთანაც თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა."
სატურნირო ცხრილში პირველობას არ თმობს ტატიშვილი. "მედიკოსების" მეტოქე თბილისი იყო, რომლის დამარცხებაც ალე ძაბირაძის შეგირდებს არ გასჭირვებიათ - 9:2. დეკემბრის შემდეგ, ტატიშვილის რიგებში პირველად ითამაშა გუნდის ლიდერმა ვახტანგ ჯვარაშვილმა, რომელიც პარკეტს ოპერაციის შემდეგ დაუბრუნდა. შედეგიანი დებიუტი გამოუვიდა გუნდის ახალწვეულს, გიორგი ქურდაძეს რომელიც გუნდს დუბლით დაეხმარა. ჰეთ-თრიკი გაიფორმა ტატიშვილის საუკეთესო ბომბარდირმა, გიორგი სილაგავამ.
მატჩის შემდგომი კომენტარი:
ალექსანდრე ძაბირაძე, ტატიშვილის მწვრთნელი: "მართალია თბილისმა ჩვენთან 9:2 წააგო, თუმცა მატჩის დასაწყისში იბრძოლეს ბიჭებმა. ჩვენს გუნდს რაც შეეხება, ჩვენთვის ყველა თამაში გადამწყვეტია. სასაიხარულოა, რომ ვახო ჯვარაშვილი დაგვიბრუნდა. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დავიმატეთ გიორგი ქურდაძე, რომელიც დიდ ფეხბურთს თამაშობდა თუმცა არ იყო შორს ფუტსალისგან და მას ჰქონდა კარგი დებიუტი. დავიმატეთ ლიტვის ნაკრების ფეხბურთელი, მცველია - ვთვლით რომ გუნდში ერთი მცველი ძალიან გვჭირდებოდა და იმედი მაქვს ეს შემადგენლობა წარმატებას მოგვიტანს."
ზედმეტი გართულებების გარეშე შეძლო დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება აგორამ. "ფინანსისტებმა" ბსუ დაამარცხეს 10:4. ამ მარცხის შემდეგ "სტუდენტები" მეოთხე ადგილს 12 ქულით დაშორდნენ და მათი პლეი ოფში მოხვედრა თითქმის ფანტასტიკის სფეროდანაა. რაც შეეხება აგორას, სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ გუნდში მნიშვნელოვანი სიახლეებია. მთავარი შენაძენი, ბრაზილიელი ბრუნო მელო, რომელც გულშემატკივარს ჯერ კიდევ "იბერია სტარში" ასპარეზობიდან ახსოვს, ახალ გუნდს სავარაუდოდ უახლოეს შეხვედრაში შეუერთდება.
მატჩის შემდგომი კომენტარი:
გურამ მამაცაშვილი, აგორა: "მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს კარგი თამაშისთვის, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დავიმატეთ ოთხი ახალი ფეხბურთელი, უახლოეს დღეებში შემოგვიერთდება ბრაზილიელი ლეგიონერი ბრუნო მელო, რომელსაც უთამაშია საქართველოში. მატჩის დაწყების წუთიდანვე თამაშის სადავეები ხელთ ვიგდეთ, სწორად შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები ვემზადებით პლეი-ოფისთვის ვიმედოვნებ, რომ მივაღწევთ სასურველ შედეგს, გაძლიერდა თითქმის ყველა გუნდი, რთული კონკურენციაა, ყველას სურს ჩემპიონობა და საქართველოს წარდგენა ევროსარბიელზე."
ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა XIV ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, თელასის მეკარე, ჯაბა ჯამბურია გახდა.
მეთხუთმეტე ტურის შემდეგ, ზედა ოთხეულში სიტუაცია უცვლელია. 36 ქულით ტატიშვილი კვლავ პირველია, მას ერთი ქულით ჩამორჩება აგორა, 34 ქულა აქვს მესამე პოზიციაზე მყოფ კოლხს, ხოლო თელასი 31 ქულით მეოთხეა.
15.04.2018. ფუტსალის ლიგა. XV ტური (ოლიმპიური სასახლე)
სტუ-თელასი - მართვე (ქუთ) 14:5 (6:1)
გოლები: 01:04’ სოზაშვილი (1:0), 01:42’ მაისაია (2:0), 04:25’ დაჩანიძე (3:0), 12:37’ შველიძე (ს.კ 4:0), 16:30’ გოგსაძე (4:1), 18:02’ სოზაშვილი (5:1), 19:39’ ჭუმბურიძე (6:1), 21:54’ მაისაია (7:1), 23:28’ ბოკერია (8:1), 25:30’ გეგეშიძე (9:1), 28:46’ ბერეჩიკიძე (9:2), 30:51’ ბოკერია (10:2), 30:59’ მაისაია (11:2), 35:34’ ჭუმბურიძე (12:2), 37:26’ გოგსაძე (12:3), 37:49’ ბერეჩიკიძე (ს.კ 13:3), 38:05’ სოზაშვილი (14:3), 38:52’ ბერეჩიკიძე (14:4), 39:41’ გორგოძე (14:5)
გაფრთხილება: 08:10’ ზედაშიძე (მარ)
კოლხი-გულრიფში - აფხაზეთი 6:3 (3:1)
გოლები: 01:41’ დარჩია (ს.კ 0:1), 04:21’ დარჩია (1:1), 04:27’ ჭოხონელიძე (2:1), 10:36’ მუმლაძე (ს.კ 3:1), 21:50’ ალავერიქჰანი (4:1), 31:02’ ჭოხონელიძე (5:1), 36:04’ ბ.მამაგულაშვილი (5:2), 38:04’ ს.ლომიძე (5:3), 39:43’ ალავერიქჰანი (6:3)
გაფრთხილება: 18:20’ ბუჯიაშვილი (აფხ), 22:15’ მუმლაძე (აფხ), 23:21’ ს.ლომიძე (აფხ), 27:38’ ნადირაძე (კოლ)
ტატიშვილი - თბილისი 9:2 (4:1)
გოლები: 03:41’ სილაგავა (1:0), 11:25’ ჯოხაძე (1:1), 17:22’ ქურდაძე (2:1), 19:51’ მურცხვალაძე (3:1), 19:55’ სილაგავა (4:1), 23:02’ ჯოხაძე (6მ. 4:2), 28:16’ ქურდაძე (5:2), 33:18’ ჯვარაშვილი (6:2), 37:00’ ჩერნიშოვი (7:2), 37:59’ სილაგავა (8:2), 38:48’ ლუკავა (9:2)
გაფრთხილება: 23:02’ კეკელია (ტატ), 31:47’ წოწკოლაური (თბი), 37:02’ წოწკოლაური (თბი)
გაძევება: 37:02’ წოწკოლაური (თბი)
აგორა - ბსუ(ბთ) 10:4 (4:1)
გოლები: 03:40’ ჩიმაკაძე (1:0), 06:26’ ბობოხიძე (2:0), 06:48’ სიგუნავა (3:0), 19:11’ გიორგაია (4:0), 19:38’ ნინიძე (4:1), 21:12’ დანელია (5:1), 27:46’ გიორგაია (6:1), 28:48’ ჯალაღანია (ს.კ 7:1), 29:15’ მამაცაშვილი (8:1), 31:16’ ასამბაძე (8:2), 33:10’ ალავიძე (9:2), 36:10’ სიგუნავა (10:2), 38:00’ ასამბაძე (10:3), 39:15’ ზაქარიაძე (10:4)
გაფრთხილება: 08:57’ ბროლაძე (ბსუ), 18:44’ ბროლაძე (ბსუ), 25:05’ ჩიმაკაძე (აგო), 26:11’ ნადარაია (ბსუ)
გაძევება: 18:44’ ბროლაძე (ბსუ)
ბომბარდირები: გიგა დანელია (აგორა) – 22, გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) – 21, კახაბერ გოგოხია (აგორა), ბაბაქ ალავერიქჰანი (კოლხი) - 18
* * *
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK","ნაბეღლავი",იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"
მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"
სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური