ექსკლუზივი. კახა ცხადაძე ყაზახური კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძე დღეს ყაზახეთის კლუბ "ორდაბასის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.

აღნიშნულ კლუბში ერთი ქართველი ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური ირიცხება, გუნდის მეკარე კი დავით ლორიაა, რომელიც ყაზახეთის ნაკრების კარს იცავს.

"ორდაბასი" ყაზახეთის პრემიერლიგაში 13 ტურის შემდეგ, 6 მოგებით, 1 ფრითა და 6 მარცხით, 19 ქულით  მე-4 ადგილს იკავებს.

გასულ სეზონში გუნდი მე-3 ადგილზე გავიდა და ზაფხულში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

რაც შეეხება კახა ცხადაძეს, ბოლოს ის სწორედ ყაზახეთში მუშაობდა, სადაც "კაირათს" 2016/17 წლების სეზონში წვრთნიდა. ხოლო
საქართველოს ნაკრებში ცხადაძე 2015-დან 2016 წლამდე მუშაობდა.

altკახა ცხადაძე: თუ ყაზახეთის ნაკრები მომმართავს წინადადებით - რა თქმა უნდა, მივიღებ

altკახა ცხადაძე: საქართველოს ფედერაცია ზურგს უკან ძირს მითხრიდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები კახას! ჩვენ ვიკითხოთ პოლიტიკანა კობიაშვილის ხელში რომ დარჩა ისედაც გაფარჩაკებული ქართული ფეხბურთი.
T b i l i s i
11:26 14-06-2018
4
წარმატებები კახის!
soxumeli veterani
12:51 14-06-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული