ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქის მწვრთნელი: კენჭისყრის შედეგით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონის, ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვას "შერიფია". წილისყრის შემდეგ კომენტარი ტირასპოლური გუნდის ხორვატმა მწვრთნელმა, გორან საბლიჩმა გააკეთა.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ კენჭისყრის შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ყველა მეტოქეები საკმაოდ სერიოზულები არიან და "ტორპედო" გამონაკლისი არაა. სასწრაფოდ უნდა შევისწავლოთ მოწინააღმდეგე და პირველი რაუნდისთვის სერიოზულად მოვემზადოთ. პირველი რიგის ამოცანა პირველი ეტაპის გადალახვაა. ჩვენ ეს შეგვიძლია.

ფახბურთელის კარიერისას "ტორპედოს" წინააღმდეგ არასოდეს არ მითამაშია. თუმცა, ვიცი, ქართველებს შემტევი ფეხბურთი უყვ
ართ. რა თქმა უნდა, მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ, მისი არდაფასება არ შეიძლება.

პირველი თამაში საქართველოშია, თუმცა ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა პირველი მატჩი სად გაიმართება, მთავარია კარგად მოვემზადოთ და ორივე მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯოთ".

altამაზე უარის თქმა რთული იყო - "ტორპედომ" სლოვაკი ფეხბურთელი დაიმატა

altმოლდოვის ჩემპიონი და ევროპა ლიგის გუნდი - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე

altკახა ჩხეტიანი: ერთი სიტყვით, "შერიფი" რთული მეტოქეა!

მკითხველის კომენტარები / 3 /
ა კაცი იმას კი არ იძახის ქართველებმმა რო ვიცით წინასწარ უკვე ჯგუფში შევედითო :)
ნოდო
22:07 19-06-2018
0
მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ყაზახეთის გუნდები გვაცამტვერებენ იყო დრო როცა ამ ქვეყნის გუნდებს უპრებლემოდ უგებდით, ნეტეა ეს ჩაჩავაა თუ ვიგაც არი გუნდის გადზლიერებას არ აპირებს ან რაღა აზრი აქ გადზლიერებას მოგვადგა თამაში კარზე უკვე,მე მაგალითად მაგ ჩაჩავადან ბინძური ფულის სუნი მცემს მაგან გუნდი ფულის საკეთეებლად იყიდა
ilia
09:05 20-06-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული