ქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 20 ივნისს, ევროპა ლიგის 2018/19 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

თბილისის "დინამო" სტუმრად "დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდება.

"დუნაისკა სტრედა" - სლოვაკეთის მესამეადგილოსანი გუნდია. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 4.93 მილიონს შეადგენს.

altკახა კაჭარავა "დუნაისკა სტრედაზე": ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი მეტოქეა


"სამტრედიის" მეტოქე ყაზახური "ტობოლი" იქნება. "სამტრედია" პირველ მატჩს შინ გამართავს.

"ტობოლი" - წინა სეზონის ყაზახეთის მეხუთეადგილოსანი გუნდია. კლუბის ღირსებას საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იცავენ. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 8.69
მილიონია.

alt"სამტრედიის" მწვრთნელი "ტობოლზე": პირდაპირ ვიტყვი, რომ შევაკვდებით!


საჩხერის "ჩიხურა" კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ბეითარს" უმასპინძლებს.

"ბეითარი" - ისრაელის მესამეადგილოსანი გუნდია. მან ჩემპიონატში მე-2 პოზიცია დაიკავა, საჩემპიონო ექვსეულში ბრძოლაში კი მე-3 ადგილზე გავიდა. მისი სატრანსფერო ღირებულება 11.05 მილიონია.

პირველი მატჩები 12 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები 19 ივლისს ჩატარდება.

altქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია

altვის შეხვდება "ტორპედო" "შერიფთან" გამარჯვების ან მარცხის შემთხვევაში

მკითხველის კომენტარები / 18 /
ო რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა
Ultranationalist
14:31 20-06-2018
0
ვულოცავ მეტოქეებს ქართული გუნდების დაჯახებას. არაა აუცილებელი სამტრედიამ ითამაშოს, ჯობია არ გამოცხადდეს თამაშზე. შერცხვენას ჯარიმის გადახდა ჯობია. დინამო ალბათ კიდევ გაახალგაზრდავებს და აკვნით და სოსკით ირბენენ სტადიონზე. ჩიხურაზე არ ვიცი რა ვიფიქრო.
dato30
14:46 20-06-2018
1

სიახლეები პოპულარული