სულიკო დავითაშვილის გუნდი მიუნხენში 5 ივლისს გაემგზავრება. "ბაიერნთან" მატჩი 7 ივლისს, აკადემიის ბაზაზე გაიმართება.
მიუნხენელთა 19-წლამდელთა გუნდს სებასტიან ჰიონესი წვრთნის. გუნდი რეგულარულად თამაშობს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე. გასულ წელს "ბაიერნის" აკადემიის გუნდი 19-წლამდელთა ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
"ლოკომოტივი" გერმანიაში 20 ფეხბურთელით გაემგზავრება.
მეკარეები: ზურაბ გუგუშვილი, გიორგი მიქავა
მცველები: ლუკა ჯაფარიძე, ავთანდილ სირაძე, ბექა ბუიღლიშვილი, ირაკლი ჯავახიშვილი, თემურ ძაძამია, სანდრო ქაჯაია, ზურაბ ბაქრაძე
ნახევარმცველები: ლუკა ჯანაშია (კაპ), საბა ჯინჭარაძე, ვანო ოქროპირიძე, თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია, გიორგი იაკობიძე, შოთა შეყილაძე
მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით