ქართული გუნდების განრიგი ევროთასებზე ასე გამოიყურება:
- 18 ივლისი, 21:00. შერიფი - ტორპედო
- 19 ივლისი, 17:00. ტობოლი - სამტრედია
- 19 ივლისი, 21:00. დინამო - დუნაისკა სტრედა
- 19 ივლისი, 21:45. ბეითარი - ჩიხურა
ქუთაისის "ტორპედო"
"შერიფის" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, "ტორპედოს" მეტოქე, მაკედონიურ "შკენდიასა" და უელსურ "ნიუ საინთს" შორის საუკეთესო იქნება, თუმცა ამ წყვილში გამარჯვებული თითქმის გადაწყვეტილია, მაკედონიურმა კლუბმა უელსელებს შინ 5:0 სძლია.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემთხვევაში, "ტორპედო" ევროპა ლიგის მეორე
შეგახსენებთ, პირველი მატჩი ქუთაისის "ტორპედოსა" და ტირასპოლის "შერიფს" შორის 2:1 დასრულდა.
არის! ქუთაისის "ტორპედომ" ტირასპოლის "შერიფი" დაამარცხა [VIDEO]
თბილისის "დინამო"
რაც შეეხება თბილისის "დინამოს", რომელიც "დუნაისკა სტრედას" სტუმრად ფრედ, 1:1 ეთამაშა, თუ სლოვაკური ბარიერი დაძლია, მისი მომდევნო მეტოქე ირლანდიურ "დერი სითისა" და ბელორუსულ მინსკის "დინამოს" შორის გამარჯვებული იქნება.
წყვილში ფავორიტები ბელორუსები არიან, რომლებმაც პირველივე შეხვედრაში სტუმრად 2:0 მოიგეს და დიდი ალბათობით, ამ უპირატესობას საკუთარ სტადიონზეც არ გაანიავებენ.
"დინამომ" სლოვაკეთში სასურველ ფრეს მიაღწია, თუმცა მოგებაც შეეძლო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურა"
იმერლებსა და იერუსალიმის "ბეითარს" შორის პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:0 დასრულდა. "ბეითართან" დაპირისპირებაში თუ საჩხერელები მოიგებენ, მათი მომდევნო მეტოქე ალბანურ "პარტიზანსა" და სლოვენიურ "მარიბორს" შორის გაირკვევა.
პირველ შეხვედრაში სლოვენიელებმა ალბანელებს სტუმრად 1:0 სძლიეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი შანსი მოიპოვეს. შემდეგ შეხვედრაშიც ფავორიტებად სლოვენიელები მოიაზრებიან.
"ჩიხურასა" და "ბეითარის" მატჩი უგოლოდ დასრულდა
"სამტრედია"
"სამტრედია" პირველ შეხვედრაში, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კოსტანაის "ტობოლთან" 0:1 დამარცხდა. იმ შემთხვევაში, თუ იმერლები შემდეგ ეტაპზე გავლენ, მათი მეტოქე მაკედონიურ "ვარდარსა" და სომხურ "პიუნიკს" შორის გამარჯვებული იქნება.
პირველ შეხვედრაში სომხებმა მაკედონიელები 1:0 დაამარცხეს. მიუხედავად ამისა, "ვარდარი" წყვილში ფავორიტად მოიაზრება და დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზეც გავა.
"სამტრედია" "ტობოლთან" კომპენსირებულ დროში დამარცხდა [VIDEO]