თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
lol
19 ივლისი 2018 23:07
0
რომელ მაყურებელს ტაშის დაკვრა და გუნდის შეძახილებით გამხნევება რომ ეზარებოდა სამაგიეროდ გინება მე გიცოცხლე არ არის ჩვენი საქმე გულშემატკივრობა და არც სიყვარული და დაფასება ვიცით რას ითხოვთ ამ უწვერულვაშო ბიჭებისაგან მთელი წელი ხოვათამაშეთ ცარიელი ტრიბუნების წინ ახლა მოვედით ორით მეტი კაცი და რა ვიცი გადაჭამეთ თავი ფეხბურთელებს სტადიონზე მისვლას ამადლით სლოვაკეთში რა ხდებოდა ხო ნახეთ ჯერ წესიერი გულშემატკივრობა უნდა ვისწავლოთ და მერე მოვითხოვოთ როცა ხალხი მივა თამაშებზე ვეღარც მეპატრონე გაბედავს გუნდის გაპარტახებას და მწვრთნელიც ეყოლებათ საშუალო დონის მაინც რომასე უაზროდ არ უყუროს თავისი გუნდის წაგებას და ის მაინც დაინახოს ვინ არის შესაცვლელი მოედანზე და ვინ არა
ბოლო წვეთი
24 ივლისი 2018 16:19
0
პირველი გოლის შემთხვევაში მბაიო ძალიან მაღლა ახტა,მაგრამ მეორე გოლის დროს,მცველებს უნდა მოეგერიებინათ ბურთი,მბაიოს წინ ჩვენი 5 ნომერი იდგა და არც ბურთი მიდიოდა მაღალი ტრაექტორიით.გეთანხმებით,დაცვა და მეკარე ვერ იყო მთლად დამაჯერებელი.აშკარად იგრძნობოდა ნერვიულობა და ის ბავშვური შეცდომებიც იქიდან იყო,ბოლოს კი გოლები უკვე დაღლილობის ბრალი მგონია,საღად ვეღარ აზროვნებდნენ.კუნთების სპაზმი დაღლილობის უტყუარი ნიშანია და ბოლო 15 წუთი რამდენ დინამოელს გაეჭიმა კუნთები,კი ვნახეთ.ისე ჩაკვეტაძეც რომ დინამოში ყოფილიყო,ამ გუნდს, ძვლებიანად შევხრავდით. ბევრი აქ გამომსვლელისაგან განსხვავებით,დინამოელებზე სასაყვედუროდ ენა არ მომიბრუნდება,ორივე თამაში იბრძოლეს და დაცვაში არ ჩამსხდარან,მომენტებიც შექმნეს და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ,სულ სხვა შედეგი იქნებოდა.საწყენია რომ გამოვვარდით,მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭებმა დიდი გამოცდილებაც მიიღეს და კლასში ნამდვილად არ დაუთმიათ სლოვაკებისათვის,უფრო ფიზიკურად ვერ გავუძელით.ეს არცაა საკვირველი,საქართველოში ხომ არც ერთი გუნდი არ თამაშობს ისეთ ტემპში,როგორითაც სლოვაკური კლუბი თამაშობდა.თუ მოხდა და დინამო საკულაოდაც ისევ ამ გუნდს შეხვდა და თან შემადგენლობაც შეინარჩუნა,ღრმად მწამს,დინამო მას გამოაგდებს.
სოსო
20 ივლისი 2018 10:01
5
აი ის მსაჯი უნდა დაკიდო ეხლა ბაწარზე, პირველ თამაშში რო მოიგონა თამაშგარე. საერთო ჯამში ხო მაგან გადაწყვიტა ამ თამაშის ბედი?
Tbiliseli
19 ივლისი 2018 22:58
22
ღადაობ?
Vakhtang Lobzhanidze
20 ივლისი 2018 01:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული