"ბეითარისა" და "ჩიხურას" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი ეტაპის განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი "ბეითარსა" და "ჩიხურას" შორის უგოლოდ დასრულდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:0 დასრულდა და საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თქვა, რომ მეტოქე ბევრ შეცდომებს უშვებდა და მათ გამოყენებას შეეცდებოდა.

ამ შეხვედრას იერუსალიმში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, 33 500-იან სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად ბევრი გულშემატკივარი არ მისულა.

მასპინძლები როგორც მოსალოდნელი იყო უპირატესობას ფლობდნენ, უტევდნენ, "ჩიხურა" კი კონტრიერიშებით პასუხობდა.  33-ე წუთზე "ბეითარის" თავდამსხმელის სილვესტრის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ტაიმის ბოლოს ჩვენმა
გუნდმა თამაში გაათანაბრა, შეუტია კიდეც, თუმცა უშედეგოდ.

იერუსალიმი. "ტედი მალჩა"
ბეითარი - ჩიხურა 0:0

ბეითარი: ნიტცანი, კუელარი, სიროსტეინი, კაჰილა, პელეგი, ზაჰავი, საბო, კრიეფი, ინბრუმი, სილვესტრი, ვერედი

ჩიხურა: ჰამზიჩი, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, მირცხულავა, მეგრელიშვილი, ჩიტეიშვილი, დობროვოლსკი, ლექვთაძე, მარკოზაშვილი, ბიღრიძე, გაბედავა


მკითხველის კომენტარები / 5 /
ვიგებთ 2-1
გიორგი
23:30 19-07-2018
1
გადის ჩიხურა ფრეა ერთით ერთი საღოლ თუ გავიდა.
ზაზა
23:21 19-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული